"ჩემი მოთ­მი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა...შალ­ვას მავ­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­და დიდი ხა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აზა­რა­ლებს" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი? - კვირის პალიტრა

"ჩემი მოთ­მი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა...შალ­ვას მავ­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­და დიდი ხა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აზა­რა­ლებს" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და თეა აბაშ­მა­ძის შვი­ლი ბაშო რა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ წე­რი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა "შალ­ვას მსხვერ­პლე­ბი­სად­მი თა­ნად­გო­მას".

ბა­შოს თქმით, მა­მის გამო ოჯა­ხი ხში­რად იყო მძი­მე კრი­ზი­სის წი­ნა­შე და აქვე გან­მარ­ტავს, რომ რე­ა­ლუ­რად შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან არც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და არც მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა არ აკავ­ში­რებთ.

"ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ეს წე­რი­ლი თუ არა. ერთი კვი­რის წინ მქონ­და მძი­მე სა­უ­ბა­რი მას­თან, ვი­საც ეხე­ბა ეს წე­რი­ლი და ავუხ­სე­ნი რა­საც ვა­პი­რებ­დი, რად­გან მსურ­და მზად ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლაფ­რის­თის. არ მა­მოძ­რა­ვებს შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი და არ მსურს ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნო ვინ­მეს. ეს ბოლო დღე­ე­ბი უმ­ძი­მე­სი იყო ჩემ­თვის, რად­გან ჩემი წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბამ, ისევ გა­მი­ცო­ცხლა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რომ უთ­ქმე­ლო­ბა არის უსა­მარ­თლო­ბა, არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის მი­მარ­თაც. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყო­ველ­თვის გან­ვიც­დი­დი სირ­ცხვილს, რომ ჩემი პი­როვ­ნე­ბა მა­შინ­ვე იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, როცა გა­ი­გებ­დნენ ვისი შვი­ლი ვარ.

მე ვარ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად იყო მამა, რე­ა­ლუ­რად კი არას­დროს შე­უს­რუ­ლე­ბია ეს როლი. რაც თავი მახ­სოვს, ჩვე­ნი ოჯა­ხი სის­ტე­მა­ტი­უ­რად დგე­ბო­და მძი­მე კრი­ზი­სე­ბის წი­ნა­შე, ამ ადა­მი­ა­ნის გამო და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ქა­ო­სის რე­ჟიმ­ში გვამ­ყო­ფებ­და. ეს წნე­ხი დღემ­დე გრძელ­დე­ბა... რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მეს­მო­და, რომ არ უნდა მეგ­რძნო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის მი­მართ, რად­გან არც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და არც მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა გვა­კავ­ში­რებს მე და ჩემს ძმებს მას­თან. მის მიერ ფორ­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის იმი­ტა­ცია, ჩემს ქვეც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში რე­ა­ლუ­რი მა­მის არ­სე­ბო­ბის იმედს აღ­ვი­ვებ­და.

ეს მო­ლო­დი­ნი კარ­გა ხნის წინ გა­ხუნ­და, მაგ­რამ დუ­მი­ლის ინერ­ცი­ას ისევ ვაგ­რძე­ლებ­დი.ბოლო დრო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი, ჩემი მოთ­მი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა, როცა აქ­ცი­ა­ზე გულ­წრფე­ლად გა­სულ მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს "ჩმო­რე­ბი" გვი­წო­და სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და წარ­მოგ­ვა­ჩი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­გან მარ­თულ ბრბოდ.

ამას და­ე­მა­ტა მისი მხი­ლე­ბა იმ გო­გო­ე­ბის მიერ, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მე უკვე ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი ამ ყვე­ლა­ფერ­თან, თუნ­დაც ირიბ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან შალ­ვას მავ­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­და დიდი ხა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აზა­რა­ლებს.

მინ­და ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ გო­გო­ნას, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა. მინ­და დავ­გმო მათ წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია, რი­თაც ახლა უკვე სა­ჯა­როდ მე­ორ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცია. მახ­სოვს მისი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სრუ­ლი უმა­დუ­რო­ბა დე­და­ჩე­მის მი­მართ და ვიცი, რომ ის ზო­გა­დად არ სცემს ქალს პა­ტივს. ჩემს თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ ლა­ზა­რეს, რო­მელ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რე­ბენ ცი­ხე­ში გა­მომ­წყდე­ვას.

დღეს ლა­ზა­რე წარ­მო­ად­გენს მთავ­რო­ბის­თვის იმ მარ­ტი­ვად გა­სა­წირ მსხვერ­პლს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბის და­სა­ში­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ყო­ფი­ლი დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მის მტრის ხა­ტად გა­მოყ­ვა­ნით ინარ­ჩუ­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ხმებს, რი­თაც ხე­ლოვ­ნუ­რად აცო­ცხლებს ისე­დაც მო­რა­ლუ­რად გა­კოტ­რე­ბულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და ამით ცდი­ლობს ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მტრი­დან ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის არი­დე­ბას.სი­ნამ­დვი­ლე­ში მთავ­რო­ბა­ში მყოფ კა­ცებს, არც პატ­რი­ო­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებთ და არც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის ბედი.

ისი­ნი არი­ან „ბას­ლა­ი­ნებ­ზე“ მო­სი­ა­რუ­ლე, რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი. მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ჩემს ამ სა­ჯა­რო წე­რილს სა­ვა­რა­უ­დოდ შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს გარ­კვე­უ­ლი ხმა­უ­რი. მივ­მარ­თავ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ მე­დი­ებს, რომ ეს წე­რი­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბი­სა და უღირ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რა­ღად. კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ეს წე­რი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა შალ­ვას მსხვერ­პლე­ბი­სად­მი, მათ შო­რის ჩემი ოჯა­ხის მი­მართ თა­ნად­გო­მას" - წერს ბაშო რა­მიშ­ვი­ლი.

მის წე­რილს აზი­ა­რებს დედა, თეა აბაშ­მა­ძეც და წერს: "ეს ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის წე­რი­ლია, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მისი ძმე­ბი­სა და ჩემი სათ­ქმე­ლიც, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მწიფ­დე­ბო­და ჩვენ­ში.ვიცი რომ ამ აქტს მოყ­ვე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ ჩვენს სი­მარ­თლე­ში და ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის სიწ­მინ­დე­ში".