"ვენსან კასელი და ტინა კუნაკი დაშორდნენ" - რას წერს უცხოური გამოცემა?
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ცნობილი ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი ვენსან კასელი, 30 წლით უმცროს მოდელ მეუღლეს დაშორდა. მსახიობი და ტინა კუნაკი უკვე 5 წელია, რაც ოფიციალურად დაოჯახებული არიან. უცხოური მედიის ცნობით, წყვილი საზოგადოების წინაშე ერთად უკვე რამდენიმე კვირაა აღარ ჩნდება. ვენსან კასელმა კი სოციალური ქსელიდან მეუღლესთან ერთად გადაღებული ყველა ერთობლივი ფოტო წაშალა.
ოფიციალური ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ აქამდე არ გაჟღერებულა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მოდელი ფეხბურთის მატჩზე შეამჩნიეს, სადაც მარტო იმყოფებოდა.
გამოცემის წყაროს ცნობით:
"ისინი ერთი კვირაა დაშორდნენ, ტინა გულგატეხილია".
როგორც ცნობილია, ტინას 5 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა და ამ დღესთან დაკავშირებით კასელს სოციალურ ქსელში არაფერი გამოუქვეყნებია, აქამდე კი მეუღლეს საჯაროდ ულოცავდა დაბადების დღეს.
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ახალგაზრდა მოდელმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. 2018 წელს კი მათ საფრანგეთში ქორწილი გადაიხადეს. 2019 წელს ტინას ვენსანისგან ქალიშილი შეეძინა, რომელსაც ამაზონია დაარქვეს. (წყარო)