უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. დაღუპული წარმოშობით ზუგდიდელი, არსენ ქეცბაიაა.
მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.
რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.