ნეაპოლში, პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს - Spazio Napoli - კვირის პალიტრა

ნეაპოლში, პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს - Spazio Napoli

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლში, პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად, ხვიჩა დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი Spazio Napoli ავრცელებს.

"დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა. მისი მშობლები, არმანდო და კლარა "ნაპოლის" გულშემატკივრები არიან. კვარა-მანია ნეაპოლში იმ წუთიდან დაიწყო, რაც ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა ქალაქში შემოაბიჯა და დიეგო არმანდო მარადონასაც კი აჯობა.

ცნობილია, რომ როდესაც "ნაპოლიში" დიეგო მარადონა თამაშობდა, ბევრ ახალშობილს დაარქვეს დიეგოს პატივსაცემად მისი სახელი. ახლა კი 2023 წელს ისტორია განმეორდა" - წერს გამოცემა.

xvvv-1680875739.png

„ეს სიმართლეა. ჩვენ ბავშვს დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ ირგვლივ მოხდა“, - აღნიშნა ბავშვის მამამ გამოცემასთან საუბრისას.

გამოცემა Spazio Napoli-ს კითხვას, თუ რატომ დაარქვა შვილს ხვიჩა, ახალშობილის მამა პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტულება მეუღლესთან ერთად მიიღო და იხსენებს, რომ თავადაც სახელი დიეგო მარადონას პატივსაცემად დაარქვეს. მამაც ჩემსავით ფეხბურთის დიდი ფანი იყო.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მე და კლარამ ერთად მივიღეთ" - ამბობს დანიელე-ხვიჩას მამა.

(წყარო)