ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა? - კვირის პალიტრა

ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ნე­ა­პოლ­ში ახლა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ხელს, რომ­ლის წარ­მოთ­ქმაც იტა­ლი­ე­ლებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, ჯერ სავ­სე მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თხმად იყ­ვი­რებ­და, ხოლო შემ­დეგ, პა­ტა­რა იტა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას ხვი­ჩას და­არ­ქმევ­დნენ.

"თუ ხვი­ჩა გოლს გა­ი­ტანს, ბავ­შვს მის სა­ხელს და­ვარ­ქმევ", "თუ სკუ­დე­ტოს მო­ვი­გებთ, შვილს ხვი­ჩას და­ვარ­ქმევ", - ეს და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი იტა­ლი­ელ­თა საყ­ვა­რელ ხუმ­რო­ბად იქცა, თუმ­ცა ხუმ­რო­ბა უკვე რე­ა­ლო­ბაა და ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ხვი­ჩა და­არ­ქვეს. ბავ­შვს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს - და­ნი­ე­ლე.

და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა 31 მარტს და­ი­ბა­და. ახალ­შო­ბი­ლის მშობ­ლე­ბი არ­მან­დო და კლა­რა "ნა­პო­ლის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბავ­შვის მა­მას ლე­გენ­და­რუ­ლი მა­რა­დო­ნას პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა.

"დიახ, ეს მარ­თა­ლია, ბავ­შვს და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა და­ვარ­ქვით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი იმის გამო მი­ვი­ღეთ, რაც წელს "ნა­პო­ლი­ში" მოხ­და. მე "ნა­პო­ლის" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ჩემი სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­ჩე­მიც ამ გუნ­დის დიდი ქო­მა­გი იყო. 1986 წელს და­ვი­ბა­დე და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა და­მარ­ქვეს. იხილეთ სრულად