ხელის თხოვნა რომში: რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა - რა ფოტოებს აქვეყნებს მსახიობი იტალიიდან, სადაც იუბილე აღნიშნა
მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა. მას რეჩულმა ხელი რომში სთხოვა, სადაც რუსკა იუბილეს აღნიშნავდა. ემოციური დღის ფოტოები ქარქაშაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ცნობილია, რუსკას რჩეული ლაშა მოწონელიძეა, რომელიც ბიზნესის სფეროში საქმიანობს. წყვილი თითქმის ერთი წელია რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება.
"როცა ამ მდგომარეობაში ხარ, ბუნებრივია, გარშემო ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, უფრო ბედნიერი ხარ, უფრო მოტივირებული, გაორმაგებული ძალებით - მე ასეთი ვარ. ლაშა ძალიან კარგი ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ, ვახერხებთ იმას, რომ ერთმანეთს დრო დავუთმოთ" - ამბობდა რუსკა ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში. (წყარო)