"ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს - და მე მესმის. მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა, რუსეთი მზად იყოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩასართავად, რადგან დიალოგის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს.