"ამ დროს, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს" - დაპირისპირება თბილისში: რას ამბობს შსს გავრცელებულ კადრებზე? - კვირის პალიტრა

"ამ დროს, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაიღუპოს" - დაპირისპირება თბილისში: რას ამბობს შსს გავრცელებულ კადრებზე?

გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მოს შემდეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი და­პი­რი­ს­პი­რე­ბის კად­რე­ბი. ვი­დე­ო­ში, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Alexander Muller ავ­რცე­ლებს, ის­მის სრო­ლაც.

რო­გორც კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, ვი­დეო ნინო ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე პირი ავ­ტო­მო­ბილ­ში მყოფ ადა­მი­ანს უპი­რის­პირ­დე­ბა, მან­ქა­ნას ეს­ვრი­ან ქვებს, ურტყა­მენ მუშ­ტებს, ბო­ლოს კი ის­მის სრო­ლის ხმა.

"ესე­ნი, ყვე­ლა, უკ­ლებ­ლივ ცი­ხე­ში მინ­და. მერე ხე­ლებს და ენებს და­ვაჭ­რი­დი, ჩემი ნება რომ იყოს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვა­ლე­ბით ეტყვი­ან ყვე­ლას, რა მოს­დევს ავ­კა­ცო­ბას. აქ, ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა მივ­დი­ო­დე მე, შენ, ის, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან არა­წევ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და ვინ­მე და­ვი­ღუ­პოთ, და­ი­ღუ­პოთ, ძა­ლი­ან გავმწარ­დი და და­ვით­რგუ­ნე. იმე­დია, ვინ­მე არ შე­ი­წი­რეს ამ უსა­ხუ­რებ­მა და უსუ­ლო­ებ­მა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ლო­მი­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას. (გააგრძელეთ კითხვა)