"საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება - პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება" - კალაძე სანქციებზე - კვირის პალიტრა

"საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება - პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება" - კალაძე სანქციებზე

რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, თუ რაზე დაყ­რდნო­ბით იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ოთხი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­აღ­მდეგ აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, თუ დო­კუ­მენ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მიერ, მა­შინ ეს აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ზე­წო­ლად.

„მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა და პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ზე­წო­ლად. რა თქმა უნდა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­ზი­ა­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არა­ფე­რია.

„სამ­წუ­ხა­როდ რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არა­ფე­რი არ არის. ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვა­სან­ქცი­რებთ ადა­მი­ა­ნებს და არ გავ­ცემთ ამ კონ­კრე­ტულ ოთხ ადა­მი­ან­ზე ვი­ზას და ვერ შევ­ლენ აშშ-ში, თუმ­ცა არ გვე­უბ­ნე­ბი­ან მი­ზე­ზი რა არის და რა­ტომ“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მე­გობ­რო­ბა­ზე, ის ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა.

„რო­დე­საც სა­უ­ბა­რია პარტნი­ო­რო­ბა­ზე და რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მე­გობ­რო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, ამას ყო­ველ­თვის აქვს ორი მხა­რე, ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა ეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, ვა­კე­თებთ და მზად ვართ მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, თუმ­ცა რო­დე­საც ვის­მენთ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაჟ­ღერ­და, რო­მელ­საც არ აქვს არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა თქმა უნდა ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან ცუ­დია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ე­ბი ორი დღის წინ და­უ­წე­სა. ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.