"ვიპოვე იმ ღამის დარბევის დროს დაკარგული მომავალი მეორე ნახევარი" - გია ხუხაშვილი 9 აპრილს მოვლენებს პირადი ისტორიით ეხმაურება
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი 9 აპრილს მოვლენებს ეხმაურება "ფეისბუქზე" პირადი ისტორიით ეხმაურება.
"ცხრა აპრილამდე რამდენიმე კვირით ადრე დავიცავი დისერტაცია კომბინატორულ ანალიზში და დავბრუნდი თბილისში აკადემიური მოღვაწეობის დაწყების მიზნით…ცხრა აპრილმა ყველაფერი შეცვალა ჩემს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში…ერთი დღე აღარ მიმუშავია სპეციალობით და პირად ცხოვრებაში ვიპოვე იმ ღამის დარბევის დროს დაკარგული მომავალი მეორე ნახევარი…ცხრა აპრილმა ჩემთან ერთად შეცვალა ყველა ქართველი, მთელი ქვეყანა, მთელი სამყარო…ამიტომ, ამაოა მავანის მცდელობა უკან დაატრიალოს ისტორია და ცხრა აპრილამდე დროში დაგვაბრუნოს, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს განვლილ ცხოვრებას, აწმყოს და მომავალს…"- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.