"ნაციონალური მოძრაობა" ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა

საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არათუ უერთდებიან, არამედ თანაორგანიზატორები არიან.

"დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი მოთხოვნა უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის გუბერნია, საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული "მესიჯებით" საუბრობს და შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც არის - ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ. მე მოვუსმინე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი.

საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.

როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირის 12 პუნქტზე, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა და შეგახსენებთ, რომ 27-მა ქვეყანამ დემარში გამოუცხადა "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ევროკავშირში გვინდა და პრეზიდენტის მკვლელებს და მწამებლებს ევროკავშირში არ მიიღებენ ამას, საქართველოს მოქალაქეები კარგად იაზრებენ და ცხადია, ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან ერთად პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

"ინტერპრესნიუსი"