პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

მმართვევლი პარტიის ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"