"ვერ გაცილებ, რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ" - რას წერს უკრაინაში დაღუპულ მეომარზე არჩილ ხოფერია
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი. ქუჩუკიანის შესახებ უკრაინაში მანამდე დაღუპული ქართველი მეომრის, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია წერს და მებრძოლს იხსენებს (არჩილ ხოფერია შვილის დაღუპვის შემდეგ თვითონაც ოკუპანტებთან საომრად წავიდა).
"ბოლოს ახალდანიშნულ მეთაურს ეკამათებოდა. ცოტა ნასვამი ჩანდა. მწყობრი ელოდა. ბოლოს მეც დავარღვიე სუბორდინაცია.. გამოვედი მწყობრიდან .. ვუთხარი შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი.
ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი, შემხედა და წავიდა..წავიდა და წავიდა. დღეს გაასვენებენ მშობლიურ საქართველოში გელოდება სამშობლო დავით ქუჩუკიან.
გელოდება სამშობლო, ჩაქუჩ.
მე ვერ გაცილებ რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ. უფალს ვთხოვ კი მიიღოს შენი ბრძოლა და სული გაუტეხელო მეომარო", - წერს არჩილ ხოფერია.