"ზვიად გამსახურდიას სული თითქოს მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა... ცეცხლივით, სან­თე­ლი­ვით ან­თია და იწვის... ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ჩვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი" - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიას სული თითქოს მიხეილ სააკაშვილში გადმოვიდა... ცეცხლივით, სან­თე­ლი­ვით ან­თია და იწვის... ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ჩვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი"

არქივი, 2023-04-09

რას ამბობდა გია ბუღაძე 9 აპრილს, აქციაზე "ერთად ევროპისკენ"

"მო­გე­სალ­მე­ბით ქარ­თვე­ლე­ბო, მი­ვე­სალ­მე­ბი ჩემს ლე­გენ­და­რულ და დიდ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. მე სამ­ხედ­რო არ ვარ, მაგ­რამ გუ­ლით მე­ო­მა­რი ვარ, ამი­ტომ ჩემს მთა­ვარ­სარ­დალს, კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უკ­რა­ი­ნის­თვის ბრძო­ლას." - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის წინ 9 აპრილს, აქციაზე - "ერთად ევროპისკენ" შეკ­რე­ბი­ლ ადამიანებს მხატ­ვრმა გია ბუ­ღა­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ და მე­სა­მე პრე­ზი­დენტს ბევ­რი სა­ერ­თო გა­აჩ­ნია.

"რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს დიდი ზვი­ა­დი აი, აქ. როცა აქ იდგა როცა მოგ­ვი­წო­დებ­და, რო­გორ აგ­ვან­თებ­და ხოლ­მე. მი­ვე­სალ­მე­ბი მე­რაბ კოს­ტა­ვას სულს. სწო­რედ ამ დღეს, 9-ში, სწო­რედ მე­რა­ბის სი­ტყვე­ბი იყო, რო­მელ­მაც მოგ­ვცა ძალა და ენერ­გია. ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ვართ, სხვა­ნა­ი­რი ბე­დის და გან­გე­ბის, მაგ­რამ ერთი პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვა მინ­და გა­ვა­კე­თო. ერთი დიდი მო­აზ­როვ­ნეა მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის, ქარ­თვე­ლი არ არის, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს უყ­ვარ­დათ, ის ასეთ რა­ღა­ცას ამ­ბობს, ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში აქვს ორი რამ, ეს არის ბედი და გან­გე­ბა. ბედს უნდა შე­ე­გუო, მაგ­რამ გან­გე­ბას უნდა შე­ებ­რძო­ლო. ბედი არის, რომ გვერ­დით გყავს ასე­თი სა­ზი­ზღა­რი მე­ზო­ბე­ლი, რუ­სე­თი, რო­დე­სად გყავს ასე­თი სა­ზი­ზღა­რი, ქო­ცუ­რი მთავ­რო­ბა, კი არ უნდა შე­ე­გუო, გან­გე­ბით უნდა შე­ებ­რძო­ლო, გან­გე­ბა­ში ხარ თა­ვი­სუ­ფა­ლი. არ მის­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა, ბე­დის­წე­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ქარ­თვე­ლე­ბად სწო­რედ იმი­ტომ გავჩნდით, რომ ვიბ­რძო­ლოთ და არ შე­ვე­გუ­ოთ გან­გე­ბას. ეს გვას­წავ­ლა ჩვენ ზვი­ად­მა. რო­დე­საც მისი დი­სერ­ტა­ცია ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა წა­ვი­კი­თხე, მივ­ხვდი, რომ დიდ ადა­მი­ანს ვე­ხე­ბო­დი.

ეს იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. მერე ეს სული თით­ქოს გად­მო­ვი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ში. მას­ში ვნა­ხე ის მა­რა­დი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სული, რო­მე­ლიც დღეს ამათ ხელ­ში მძი­მედ არის, მაგ­რამ რო­გო­რი ძლი­ე­რია, ამ­ჩნევთ? თა­ვი­სი სხე­უ­ლის, ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ჩვენ რო­გორ გვა­მაგ­რებს. სან­თე­ლი­ვით ან­თია და თუ ახლა გვი­ყუ­რებს, ალ­ბათ მიხ­ვდა მე რა ვი­გუ­ლის­ხმე.

ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ჩვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი." - აღ­ნიშ­ნა ბუ­ღა­ძემ. (გააგრძელეთ კითხვა)