დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია მეტი სარგებლით - რა შეთავაზება აქვს ლიბერთის მომხმარებლებისთვის - კვირის პალიტრა

დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია მეტი სარგებლით - რა შეთავაზება აქვს ლიბერთის მომხმარებლებისთვის

რა სიახლეები იგეგმება ლიბერთიში და რა ახალი შეთავაზებები აქვს ბანკს მომხმარებლებისთვის, ამასთან დაკავშირებით ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი თინათინ ნეფარიძე საუბრობს.

„საგაზაფხულო აქციის იდეა გაჩნდა ბანკის ახალი სტრატეგიის და მთავარი მისიის ფარგლებში - „გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში“. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები.

დეპოზიტების ახალი აქცია პასუხობს ბაზარზე მომხმარებლების მთავარ ინტერესს. დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ინსპირაცია და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის საგაზაფხულოდ კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მიგვეცა.

ახალი აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს, კერძოდ 12 თვემდე ვადიანი ტიპის ანაბრებზე ( ვადიანი, დაგროვებადი, სადეპოზიტო სერტიფიკატები) ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას,“

ლიბერთის გამოცდილების გათვალისწინებით, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა ისაუბრა მომხმარებლის ქცევაზეც, თუ როგორ აკეთებს არჩევანს დეპოზიტებით დაინტერესებული მომხმარებელი.

„ადამიანებს აქვთ სურვილი დანაზოგი განათავსონ საიმედოდ, სტაბილურ და სისტემურ ბანკში და მიიღონ მაღალი სარგებელი. ლიბერთი ყოველთვის გამორჩეოდა ლოიალური და ერთგული მეანაბრეებით, სწორედ მათ საჭიროებაზე დაყრდნობით და ინტერესების გათვალისწინებით 30 აპრილის ჩათვლით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახსნას ანაბარი ლიბერთი ბანკში და მიიღოს განსაკუთრებული სარგებელი.“

რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული დაგროვების კულტურის მნიშვნელოვნებაზე - თინათინ ნეფარიძე ამბობს, რომ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დანაზოგის გაკეთების კულტურა დღითიდღე იზრდება.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ მიზნების მიღწევაში. შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ დანაზოგზე მაღალი სარგებლის დარიცხვით,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.

33817610-1681115019.jpg

ბანკის წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან , რომ ლიბერთი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა კუთხეში და ფილიალების ფართო ქსელით გამოირჩევა, აქციით სარგებლობა უმარტივესია.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი, ან ახლა იწყებს მიზნის მისაღწევად დანაზოგის გაკეთებას/ თანხის დაგროვებას, ლიბერთიში მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს აქციის ფარგლებში მიიღოს მაღალი სარგებელი.

„დამატებითი ბენეფიტიც გვაქვს მომხმარებლებისთვის. თუ ანაბარს დისტანციური არხიდან გახსნიან ( IB/ MB), მაშინ აქციით განსაზღვრულ განაკვეთთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი სარგებლის მიღებას შეძლებენ,“- აღნიშნა თინათინ ნეფარიძემ.

ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა გასული წელიც შეაჯამა და ახალი სტრატეგიის დეტალებზეც ისაუბრა.

„გასული წელი საკმაოდ საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე იყო. ლიბერთი ბანკის მისიაა გავაუმჯობესოთ ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრება. ამ მისიის მისაღწევად გასულ წელს არაერთი ქმედება განხორციელდა, როგორც მომსახურების გაუმჯობესებისა და გამარტივების, ასევე პროდუქტების და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. ლიბერთი ბანკს ჰყავს 1. 7 მილიონი მომხმარებელი, ძირითადი სეგმენტი წარმოადგენს უფროს თაობას, თუმცა ახალი სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ ასევე სრულფასოვან მომსახურებას ვთავაზობთ ახალ სეგმენტებს,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.

R