"გავიცანი კარლოს შვილები და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს..." - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო - კვირის პალიტრა

"გავიცანი კარლოს შვილები და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს..." - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო

სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა. ცნობილი დირიჟორის 54 წლის კარლო პონტი ორ წელზე მეტია ხვდება ფიტნეს-ინსტრუქტორ მარიამ შარმანაშვილს და სოციალურ ქსელში წყვილის ბევრი საერთო ფოტოც იძებნება. ისინი საკმაოდ ხშირად არიან ერთად და როგორც გაირკვა, კარლომ საცოლეს უკვე თავისი შვილებიც გააცნო - პირველი ქორწინებიდან. ამის შესახებ მარიამმა ინსტაგრამზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად დაწერა.

ცნობილია, რომ წყვილის რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

მართალია, წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. მაგალითად მარიამის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე პონტი წერს, - "ჩემო სულო, ჩემო მეგობარო და ჩემო სიყვარულო... სამუდამოდ და ყოველთვის". გააგრძელეთ კითხვა