ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება ქართველი დიზაინერების სამოსით - მომღერალს ჟიურისთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ანუკი არეშიძის კომპანიის ტყავის ორეული ეცვა
ნუცა ბუზალაძე, რომელიც უკვე ერთი თვეა ამერიკას იპყრობს, დიდ სცენაზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინდელი წარმატებული შესრულების შემდეგ, American Idol-ის Top 24 კონკურსანტს შორის მოხვდა. მის მორიგ შთამბეჭდავ გამოსვლას, ამერიკული აუდიტორია და ჟიური ფეხზე ადგომით შეხვდა. ვიდრე ნუცა ამერიკულ ოცნებებს ისრულებს, მოდით გადავხედოთ, რომელი ქართველი დიზაინერების სამოსს მიანიჭა უპირატესობა.
"ინტსაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნუცას ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, სადაც ჟიურის ხვდება და იგებს, რომ Top 24 კონკურსანტს შორის მოხვდა, ანუკი არეშიძის ბრენდის "ანუკის“ სამოსი აცვია. ეს ინფორმაცია კომპანიაში დაგვიდასტურეს.
"გიდასტურებთ, ნარინჯისფერი ორეული ნამდვილად არის ჩვენი ბრენდის Spring/Summer 2021 კოლექციიდან. ნუცას ჩვენი ორეული ეცვა თათა ქართველიშვილისა და მისი პიარსააგენტოს, "TATA PR AGENCY" დახმარებით.“
როგორც აღმოჩნდა, ნუცას ჩაცმულობაზე ამერიკაში სწორედ სააგენტო "TATA PR AGENCY" ზრუნავს.
თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში დიდი ხანია იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში და აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. მისი პიარსააგენტოს საშუალებით, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები