"არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ...ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ...ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში?

მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს.

"არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.

საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე