მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსა­ხი­ო­ბი ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი, დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"უმ­ძი­მე­სი დილა გა­უ­თენ­და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი არ­ტის­ტი ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი! სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია - 31 მარტს და 1 აპ­რილს სპექ­ტაკ­ლე­ბი ითა­მა­შა, ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვად წა­ი­წუ­წუ­ნა - რა­ღაც ვერ ვარ კარ­გა­დო, წნე­ვე­ბი შე­მო­მეჩ­ვი­აო... ვაჰ... ჯერ მეტს ვე­რა­ფერს ვწერ!", - წერს დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი.

ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს თა­მა­შობ­და არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ათამ­დე ფილმში. ის თა­მა­შობ­და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც".