"ამბობდნენ, იმას ხვდება, ამას ხვდება, მილიონერი შეყვარებული ჰყავს..." - როგორია ნუცა ბუზალაძისთვის სასურველი მამაკაცი და რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"ამბობდნენ, იმას ხვდება, ამას ხვდება, მილიონერი შეყვარებული ჰყავს..." - როგორია ნუცა ბუზალაძისთვის სასურველი მამაკაცი და რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში ეს­ტუმ­რა. მომ­ღე­რალ­მა კა­რი­ე­რა­ზე, ოჯახ­ზე და მო­მა­ვალ­ზე ისა­უბ­რა. ასე­ვე შე­ე­ხო პი­რად თე­მებს. ნუცა ამ­ბობს, რომ უკვე ერთი წე­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს, მას შემ­დეგ, რაც დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ უყ­ვარ­და. არ უყ­ვარს შე­ზღუდ­ვე­ბი და ფიქ­რობს, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით უნდა იყოს, მას არ უნდა ჰგავ­დეს. არ უნდა უყ­ვარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა და მას­ზე ასა­კით უმ­ცრო­სი არ უნდა იყოს.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:

- ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, როცა ჩემ­ზე ჭო­რა­ო­ბენ. ერთი პე­რი­ო­დი იმ­დენს ჭო­რა­ობ­დნენ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­გობ­რე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით, ვე­უბ­ნე­ბო­დი, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც რა გინ­დათ, ის უთხა­რით. ამ­ბობ­დნენ, იმას ხვდე­ბა, ამას ხვდე­ბა, მი­ლი­ო­ნე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. რა­ღაც ჩან­თის ფოტო თუ დადე, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ღა­ცამ გა­ჩუ­ქა, შე­ნით ვერ იყი­დი.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახლა რომ უინ­ტე­რე­სო ფაზა მაქვს, ასე­თი უინ­ტე­რე­სო არ მქო­ნია, 19 წლის ასა­კის შემ­დეგ. 19 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და, მქო­ნია მო­მენ­ტე­ბი, რომ სამი წელი, ორი წელი მიყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნი. მას შემ­დეგ, რაც ერთი წლის წინ დუ­ბა­ი­ში გა­და­ვე­დი, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყო­ლია, ახლა ამას არა­ვინ და­ი­ჯე­რებს. 26 წლის გავ­ხდი.

იქ გა­დას­ვლის შემ­დეგ, სულ სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი მქონ­და, იქ არა­ვინ მიც­ნობ­და, აქ მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი პო­პუ­ლა­რო­ბას. იქ ჩას­ვლი­სას ვფიქ­რობ­დი, რა უნდა გა­ვა­კე­თო, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მიც­ნონ და აი, ეს პრო­ექ­ტი მო­ვი­ფიქ­რე.

სიყ­ვა­რუ­ლით ორ­ჯერ მყვა­რე­ბია. პირ­ვე­ლი იყო მარ­თლა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ვარ ამ დროს. რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, სხვა­ნა­ი­რი ენერ­გია მაქვს. არაფ­რის­თვის არ ვიბ­რძვი, სხვა­ნა­ი­რი ვარ. სიყ­ვა­რუ­ლის გამო ბევრ კომ­პრო­მის­ზე წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ თუ გა­და­მე­კე­ტა, მერე... იქამ­დე ძა­ლი­ან წყნა­რი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ზე გა­მოგ­ყვე­ბი, და­გით­მობ. (გააგრძელეთ კითხვა)