რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში? - კვირის პალიტრა

რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?

ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში, "ურალ­ვა­გონ­ზა­ვო­დის" (ქარ­ხა­ნა რუ­სეთ­ში) ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ცოლ-ქმა­რი და­ნილ და ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი და­ა­კა­ვეს. FSB-მ 4 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ისი­ნი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში. მა­ნამ­დე ურალ­ში ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლისტი ევან გერშკო­ვი­ჩი კი­დევ ერთ "ჯა­შუ­შურ საქ­მე­ზე“ და­ა­კა­ვეს. რო­გორც BBC-მ გა­არ­კვია, მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი იმ დრო­ის­თვის უკვე გი­სო­სებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რა­ტომ და­ა­კა­ვეს მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი?22 მარტს, FSB-მ ნი­ჟ­ნი ტა­გი­ლის მკვიდ­რი ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვა და მისი მე­უღ­ლე და­ნილ მუ­ხა­მე­ტო­ვი და­ა­კა­ვა. ისი­ნი პირ­და­პირ სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს. კაც­მა ტე­ლე­ფო­ნით დე­დას და­უ­რე­კა, უთხრა, რომ "ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი იყო" და სთხო­ვა მი­ე­ტა­ნა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და სი­გა­რე­ტი - ოღონდ არა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, არა­მედ და­კა­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში.

BBC-მ და­ად­გი­ნა, რომ მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არა ჯა­შუ­შო­ბის, არა­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მუხ­ლით და­ა­კა­ვეს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, 22 მარ­ტის სა­ღა­მოს, თით­ქოს ახალ­გაზ­რდებ­მა ეკა­ტე­რინ­ბურ­გის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე (რე­გი­ო­ნუ­ლი FSB-ის შე­ნო­ბი­დან ორი წუ­თის სა­ვალ­ზე) უხამ­სი სი­ტყვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, მათ გარ­და იქ კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი - FSB-ს დე­ტექ­ტი­ვი იდგა. სწო­რედ მან და­წე­რა მოხ­სე­ნე­ბა ცოლ-ქმრის "ხუ­ლიგ­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბის“ შე­სა­ხებ. მე­ო­რე დღეს ეკა­ტე­რინ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მათ "წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის“, 12-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯათ.

29 მარტს, FSB-მ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი Wall Street Journal-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც იქ მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და. გერშკო­ვი­ჩი მოს­კოვ­ში, ლე­ფორ­ტო­ვოს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში წყვი­ლის და­კა­ვე­ბის ვი­დეო FSB-მ მხო­ლოდ 4 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა. იმ დრო­ის­თვის მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის ვადა უკვე გა­სუ­ლი იყო. მაგ­რამ ისი­ნი კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბოდ­ნენ. ვიქ­ტო­რი­ას დედა ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და სიძე მას შემ­დეგ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მარ­ტში WSJ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი ფო­ტოგ­რაფ პატ­რიკ უეკ­თან ერ­თად ნი­ჟ­ნი ტა­გილს ეწ­ვია. მათ ურა­ლი 19 მარტს და­ტო­ვეს - ორი დღის შემ­დეგ კი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი და­ა­კა­ვეს. ახლა მათ ისე­ვე, რო­გორც გერშკო­ვიჩს, ბრა­ლი ედე­ბათ ჯა­შუ­შო­ბა­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თავ­დაც­ვის სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

წყვი­ლი ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში "ურალ­ვა­გონ­ზა­ვოდ­ში" - ქარ­ხა­ნა ტან­კებს აწარ­მო­ებს. კონ­კრე­ტუ­ლად რაში ედა­ვე­ბი­ან ცოლ-ქმარ­სა და ჟურ­ნა­ლისტს, დე­ტა­ლე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. გერშკო­ვი­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი უარ­ყო­ფენ ყვე­ლა ბრალ­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ WSJ-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ურალ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. პატ­რიკ უეკ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ არ სმე­ნია და არც მათი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ იცის.

ურა­ლის "ჯა­შუ­შო­ბის საქ­მე­ებ­ში“ სამ ბრალ­დე­ბულს 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

რა არის ცნო­ბი­ლი მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებFSB-ის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 22 მარტს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი მუ­ხა­მე­ტოვს სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან ხელ­ბორ­კი­ლებს ადე­ბენ და შემ­დეგ ბი­ნა­ში და­კა­ვე­ბულ­თან ერ­თად შე­დი­ან. გააგრძელეთ კითხვა