"ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის ღა­მეს“ ნარ­ჩე­ნის დაწ­ვა­ზე კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა, კა­ნონ­დამ­რღვე­ვი კი და­ჯა­რიმ­დე­ბა" - კვირის პალიტრა

"ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის ღა­მეს“ ნარ­ჩე­ნის დაწ­ვა­ზე კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა, კა­ნონ­დამ­რღვე­ვი კი და­ჯა­რიმ­დე­ბა"

"ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის ღა­მეს“ ნარ­ჩე­ნის დაწ­ვა­ზე კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა, კა­ნონ­დამ­რღვე­ვი კი და­ჯა­რიმ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ გა­რე­მო­სა დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის წინა ოთხშა­ბათს ტრა­დი­ცი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი - "ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა“ იმარ­თე­ბა. რი­ტუ­ა­ლის დროს ცე­ცხლის და­სან­თე­ბად, მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის მუ­ნი­ცი­პა­ლურ ნარ­ჩენს იყე­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის დაწ­ვი­სას, გა­მო­ი­ყო­ფა გა­რე­მო­სა და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ტოქ­სი­კუ­რი, კან­ცე­რო­გე­ნუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და აი­რე­ბი. საფრ­თხე ექ­მნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ალ­ში.

გა­რე­მო­სა დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ნარ­ჩე­ნის (მათ შო­რის, სა­ბუ­რა­ვე­ბის, პლას­ტი­კის მა­სა­ლის, ფოთ­ლე­ბის) ღია წე­სით დაწ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია.

ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არა­სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბის - ფოთ­ლე­ბის, ბა­ღის/პარ­კის ნარ­ჩე­ნე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის ღია წე­სით დაწ­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო სა­ბუ­რა­ვის, რე­ზი­ნი­სა და სხვა ელას­ტო­მე­რუ­ლი მა­სა­ლის ღია წე­სით დაწ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს 1 500 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, "ჭი­ა­კო­კო­ნო­ბის ღა­მეს“ კონ­ტროლს გა­ამ­კაც­რე­ბენ და თი­თო­ე­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge