აშშ-ში 78 წლის ქალი ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

აშშ-ში 78 წლის ქალი ბანკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში,მი­სუ­რის შტატ­ში, პო­ლი­ცი­ამ ბან­კის ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით 78 წლის ქალი და­ა­კა­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალი წარ­სულ­ში ორ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი ბან­კის ძარ­ცვის­თვის.

ბონი გუჩი Goppert Financial Bank-ში შე­ვი­და და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს გა­დას­ცა წე­რი­ლი, სა­დაც ეწე­რა, რომ ის ათა­სო­ბით დო­ლარს ითხოვ­და ძარ­ცვი­სას ეკე­თა შავი N95 ნი­ღა­ბი, შავი სათ­ვა­ლე და ეცვა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი. წე­რი­ლის გა­და­ცე­მის შემ­დეგ ხელს ურტყამ­და მა­გი­დას და ფულს ითხოვ­და.

ფუ­ლის წა­ღე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა წე­რი­ლი, სა­დაც ეწე­რა - "გმად­ლობთ, ბო­დი­ში, არ მინ­დო­და თქვე­ნი შე­ში­ნე­ბა.”

ბონი გუჩი ახლა ცი­ხე­ში ზის 25,000 აშშ დო­ლა­რის გა­ტა­ცე­ბის­თვის.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 78 წლის მძარ­ცვე­ლი მის­სა­ვე მან­ქა­ნა­ში იპო­ვეს, რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აღ­წე­რენ, მან­ქა­ნა­ში ალ­კოჰო­ლის სუნი იყო და გარ­შე­მო ფუ­ლის კუ­პი­უ­რე­ბი იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ქალ­მა კა­ნო­ნი და­არ­ღვია. ის ორ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი - ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბან­კის ძარ­ცვის­თვის.

ambebi.ge