რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ქვათაცვენის გამო მოძრაობა ისევ შეიზღუდა - ვრცელდება მიწის ჩამოშლის ამსახველი კადრები (ფოტოები, ვიდეო)
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა ქვათაცვენის გამო კვლავ შეზღუდულია. ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. იხილეთ ლინკზე