"სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე" - რას წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი? - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე" - რას წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი?

სასწრაფოდ გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ პრობლემას ეხმაურება.

"რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"