პენტაგონის გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეცრაზმელები იმყოფებიან
პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება.
23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1).
დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. “მკითხველები ფრთხილად უნდა იყვნენ ბრალდებების ნდობასთან დაკავშირებით, რომლებსაც დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი აქვთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
IPN