"რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს" - რას აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი - კვირის პალიტრა

"რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს" - რას აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი

რუსეთს ჩინეთის „ეკონომიკურ კოლონიად“ გადაქცევა ემუქრება, რადგან მისი დასავლეთისგან იზოლაცია უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, ჩინეთში ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული გახდეს.

”რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, თავს დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევისა და ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნა ბერნსმა.

IPN