"ღიად ვამბობ, ვისაც ჩემთვის ულოცია, ჯარჯის სახით მომეწია, სიგიჟემდე მიყვარს..." - რას წერს თათია შარანგია ახალ რჩეულზე? - კვირის პალიტრა

"ღიად ვამბობ, ვისაც ჩემთვის ულოცია, ჯარჯის სახით მომეწია, სიგიჟემდე მიყვარს..." - რას წერს თათია შარანგია ახალ რჩეულზე?

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ათწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, თა­თია შა­რან­გია მე­უღ­ლეს, სან­დრო შე­ლი­ას და­შორ­და. მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი ჯარ­ჯი თო­რა­ძეა. წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს, აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ჯა­როდ ხში­რად უხ­სნის სიყ­ვა­რულს, ამ­ჯე­რად თა­თი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ ჯარ­ჯი მის მა­მას ჰგავს.

თა­თია შა­რან­გია:

"ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნე­ბი... ჩემ­თვის ერთი იყო ასე­თი - მამა… და­საყ­რდე­ნი, სა­ი­მე­დო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუ­დამ მო­იც­ლის შენ­თვის, არ გან­გი­კი­თხავს მა­ნამ, სა­ნამ არ და­გი­ცავს, მერე კი დას­ვამს კი­თხვებს.. - ასე­თია ჯარ­ჯი…არ მინ­და წარ­სულ ცხოვ­რე­ბას შე­ვე­ხო… ერთი კი ვიცი, ყვე­ლა ეძებს მა­მის მსგავსს - თა­ნამ­გზავ­რად. თვი­სე­ბე­ბით, ფა­სე­უ­ლო­ბით, ღირ­სე­ბით. მამა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე მყო­ფი, თუ ტე­ლე­ფონ­ზე არ მი­პა­სუ­ხებს, ნა­ხე­ვარ წამ­ში მი­რე­კავს - “მშვი­დო­ბაა, მა?” და რომ გა­ი­გებს, რომ, უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და მეთ­ქვა, - მიყ­ვარ­ხარ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ მას უფრო ვუყ­ვარ­ვარ. - ასე­თია ჯარ­ჯიც…

ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ “პრობ­ლე­მად” მი­ვიჩ­ნევ, რომ მინ­და მუ­დამ მშვი­დო­ბა… მინ­და ჩემს გარ­შე­მო ყვე­ლას უყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და ზოგ­ჯერ ასე ვერ ხდე­ბა, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არ არის, არ უნდა დაგ­წყდეს გული - ასე­თია ჯარ­ჯიც…არ ვარ ბოღ­მი­ა­ნი. ვა­პა­ტი­ებ ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მივ­ხვდი, უნდა გახ­სოვ­დეს ვინ, რო­დის, რო­გორ გაგ­რძნო­ბი­ნა თავი… და იმა­ზე ახ­ლოს აღარ უნდა მო­უშ­ვა, ვიდ­რე იმ­სა­ხუ­რებს ის. ვინც არ უნდა იყოს, თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რი, თუნ­დაც ერთ დროს ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნი. მე მი­ჭირს ასე მოქ­ცე­ვა… და… ასე­თია ჯარ­ჯიც…

ღიად ვამ­ბობ, ვი­საც ჩემ­თვის ულო­ცია, ჯარ­ჯის სა­ხით მო­მე­წია, სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს, ვე­მად­ლი­ე­რე­ბი, პა­ტივს ვცემ და ვიცი, მისი სა­ხით მყავს ის ერთი, რომ­ლის გარ­დაც ყვე­ლამ რომ მაქ­ცი­ოს ზურ­გი, მარ­ტო­ო­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი გან­ცდა არ მექ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ღმერ­თს მის­თვის, ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი შვი­ლე­ბის­თვის და ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ხართ შე­უ­ფა­სებ­ლე­ბი. რომ­ლე­ბიც იდე­ქით ჩვენს გვერ­დით მა­შინ როცა ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ეს გვერ­დში დგო­მა. ჯარ­ჯი, შენ ზუს­ტად ასე­თი ხარ.. ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რი… მე და შენ ვცხოვ­რობთ სიყ­ვა­რულ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ეს გა­მარ­ჯვე­ბაა… - მიყ­ვარ­ხარ..."

ambebi.ge