ითხოვენ, რომ მსახიობი "დაისაჯოს სახელმწიფო ღალატისთვის" - რუსეთის გენპროკურორს მიმართეს ლია ახეჯაკოვას უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის მოთხოვნით - კვირის პალიტრა

ითხოვენ, რომ მსახიობი "დაისაჯოს სახელმწიფო ღალატისთვის" - რუსეთის გენპროკურორს მიმართეს ლია ახეჯაკოვას უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის მოთხოვნით

რუ­სეთ­ში, ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვი­ტა­ლი ბო­რო­დინ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს იგორ კრას­ნოვს რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ლია ახე­ჯა­კო­ვას უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად აღი­ა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. ბო­რო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­ვე უნდა აღიძ­რას მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

"გთხოვთ, და­ა­ვა­ლოთ უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ებს ჩა­ა­ტა­რონ გა­მო­ძი­ე­ბა და და­ა­კის­რონ ლია მე­ჯი­დოვ­ნა ახე­ჯა­კო­ვას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 275-ე მუხ­ლით ("ღა­ლა­ტი“), 280.3 ("სა­ჯა­რო ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ზე“) და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 282 ("სი­ძულ­ვი­ლის ან მტრო­ბის გაღ­ვი­ვე­ბა“)", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ბო­რო­დი­ნი ასე­ვე სთხოვს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის უცხო­ურ აგენ­ტად ცნო­ბის და ჯილ­დო­ე­ბი­სა და სა­პა­ტიო წო­დე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კი­თხი. მი­მარ­თვა­ში მი­ზე­ზად ნათ­ქვა­მია, რომ ახე­ჯა­კო­ვა, რო­მელ­მაც და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი თე­ატ­რში "სოვ­რე­მენ­ნი­კი" პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის გამო, რუ­სეთ­ში ყოფ­ნი­სას, მუდ­მი­ვად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უ­ებს უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არ­ხებს. ის ღიად უსურ­ვებს უკ­რა­ი­ნას გა­მარ­ჯვე­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი წერს, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას თან­ხის გა­და­რი­ცხვით და­უ­ჭი­რა მხა­რი და სხვებ­საც იგი­ვეს­კენ მო­უ­წო­და.

ლია ახე­ჯა­კო­ვა - თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტია. და­ი­ბა­და 1938 წლის 9 ივ­ლისს დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში (უკ­რა­ი­ნის სსრ). 1977 წლი­დან მუ­შა­ობ­და თე­ატრ "სოვ­რე­მენ­ნიკ­ში".

ambebi.ge