"მეორე ქორწინებიდან მის გოგონას აუტიზმი აქვს და ალბათ მის განკურნებასაც ცდილობდა. როცა ონკოლოგიის ცენტრს ჩაუდგა სათავეში, 1 მილიარდი ტენგე გაფლანგა" - კვირის პალიტრა

"მეორე ქორწინებიდან მის გოგონას აუტიზმი აქვს და ალბათ მის განკურნებასაც ცდილობდა. როცა ონკოლოგიის ცენტრს ჩაუდგა სათავეში, 1 მილიარდი ტენგე გაფლანგა"

"მინდა ხალხმა არა როგორც ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი დამიმახსოვროს, არამედ რომელიც მას ებრძვის"

პაციფისტი ბიოლოგი - კენ ალიბეკი

კენ ალიბეკი ლეგენდარული მეცნიერი, მსოფლიო დონის ბიოტექნოლოგი, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი საიდუმლო, სიცოცხლისათვის საშიში პროგრამების შემქმნელი და მონაწილე გახლდათ. მეცნიერზე, რომელმაც მილიარდები მოიპოვა, ჟურნალისტი ნანა ღონღაძე გვიყვება...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გაერთიანება ბიოპრეპარატში, ქალაქ სტეპანოგორსკში ბიოლოგიური იარაღის გამოკვლევა-შექმნაში მონაწილეობდა. შექმნა აგრეთვე ციმბირული წყლულის, ჩუტყვავილას და ციებ-ცხელების ვირუსები. პარალელურად სადოქტორო დისერტაცია მოამზადა. 38 წლისა მოსკოვში, ბიოპრეპარატის უზარმაზარი მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე გახდა. მან მართლაც თავბრუდამხვევი კარიერა "გაიკეთა"!

"მჯეროდა, რომ ამერიკელები აწარმოებდნენ ბიოლოგიურ იარაღს. შემდეგ, როცა ამერიკაში საინსპექციო ჯგუფით მომიწია ჩასვლამ იმის შესამოწმებლად, ჰქონდათ თუ არა ამერიკელებს ბიოლოგიური იარაღი, აღმოჩნდა, რომ არა აქვთ და შოკში ჩავვარდი! ჩემთვის ეს დაუჯერებელი იყო! ჩვენ ხომ მიჩვეულები ვიყავით, რომ გვატყუებენ, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდით... რომ დავბრუნდი, უფროსობამ სიმართლის გაგონება არ მოისურვა. მიბრძანა, დამეწერა, რომ ამერიკელები აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღსო..."

"მაშინ მე ისეთ იარაღს ვქმნიდი, ჩემს ქვეყანას რომ დაიცავდა. ნუ გავიწყდებათ, რომ მე სამხედრო ვიყავი, უფროსობას ვემორჩილებოდი და მათ დავალებას ვასრულებდი. ამავე დროს მახსენდება, როგორ ვამზადებდით მაიმუნებს ექსპერიმენტისთვის. ჩვენ ხომ მათ გონიერ არსებებად არ მივიჩნევდით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხელებს რომ ვუკრავდით, ისინი ჩუმად იწვნენ, ერთმანეთზე თავები ჰქონდათ მიდებული და ტიროდნენ! რასაკვირველია, ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. მერე რომ ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ეს აუტანელი იყოო, - ჰყვებოდა კენი..."

"მეორე ქორწინებიდან მის გოგონას აუტიზმი აქვს და ალბათ ალიბეკი მის განკურნებასაც ცდილობდა. როდესაც ონკოლოგიის ცენტრს ჩაუდგა სათავეში, პროექტში "ავთვისებიანი სიმსივნეების თერაპიის ახალი სისტემა", 1 მილიარდი ტენგე გაფლანგა, უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ამერიკაში გაემგზავრა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღიარა, რომ ყაზახეთში შვედური მეცნიერების სისტემა გამოიყენა, რომლის ტექნოლოგიას არ ფლობდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე