კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ - კვირის პალიტრა

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს".

სტა­ტია სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბა­ზეა, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა.

სტა­ტია იწყე­ბა სა­პენ­სიო ასა­კის შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის აღ­წე­რით:პირ­ველ რიგ­ში, გეს­მით სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რო­მელ­საც ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს.

მას უი­ლი­ამ გრან­ტის სა­ხე­ლით ეც­ნო­ბა მა­მა­კა­ცი სა­ვაჭ­რო ფირ­მი­დან Solo Capitals-დან და ეუბ­ნე­ბა, რომ კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა აქვს.

მო­ხუ­ცი და­უც­ვე­ლად და დაბ­ნე­უ­ლად პა­სუ­ხობს, რომ ეს არ აინ­ტე­რე­სებს.

მაგ­რამ უი­ლი­ამ გრან­ტი და­ჟი­ნე­ბუ­ლად ამ­ბობს, რომ მას­თან ერთი კი­თხვა აქვს:

- გა­ინ­ტე­რე­სებთ ფუ­ლის შოვ­ნა?

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი 75 წლის პენ­სი­ო­ნე­რი იან ერი­კი სა­ცაა ისევ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლად იქ­ცე­ვა. ზარი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის სა­ვაჭ­რო ფირ­მის Solo Capitals-ის ოფი­სი­დან. ჩა­ნა­წერ­ში რთუ­ლად მო­სას­მე­ნია მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცის აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მან უკვე და­კარ­გა მი­ლი­ო­ნი შვე­დუ­რი კრო­ნა (და­ახ­ლო­ე­ბით £ 80,000) თაღ­ლი­თუ­რი სა­ვაჭ­რო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით...

მაგ­რამ ვინ­მე გრან­ტმა ეს უკვე იცის. და მან იცის, რომ ეს პენ­სი­ო­ნერს კარგ სა­მიზ­ნედ აქ­ცევს შემ­დგო­მი თაღ­ლი­თუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რომ მას შე­უძ­ლია და­იბ­რუ­ნოს და­კარ­გუ­ლი. ის ეუბ­ნე­ბა ბა­ტონ ერიკს, რომ თუ ის გა­დას­ცემს სა­ბან­კო ბა­რა­თის დე­ტა­ლებს და გა­და­იხ­დის 250 ევ­როს დე­პო­ზიტ­ზე, Solo Capitals-ი გა­მო­ი­ყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რათა თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს მის და­კარ­გულ თან­ხას და და­აბ­რუ­ნოს ის.

"ჩვენ შევ­ძლებთ მთლი­ა­ნი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას", - ეუბ­ნე­ბა უი­ლი­ამ გრან­ტი მო­ხუცს.

და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის შემ­დეგ, პენ­სი­ო­ნე­რი იწყებს საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის დე­ტა­ლე­ბის კარ­ნახსაუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი შე­ი­ნა­ხა კომ­პა­ნი­ამ ფა­ი­ლად, სა­ხე­ლით: "William Sweden scammed". BBC-მ ეს ფა­ი­ლი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­გან მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ კომ­პა­ნი­ას არ უც­დია მისი და­მალ­ვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მან ის გა­დას­ცა ახალ­წვე­უ­ლებს, რო­გორც კომ­პა­ნი­ის სას­წავ­ლო პა­კე­ტის ნა­წი­ლი...

ეს იყო გაკ­ვე­თი­ლი თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ.

ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც BBC Eye ასო­ბით სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბრენ­დის­გან შემ­დგარ თაღ­ლი­თურ სა­ვაჭ­რო ქსელს იკ­ვლევს, რომ­ლის მსხვერ­პლიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გახ­და. გა­მო­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლად ად­გენს თაღ­ლი­თო­ბის მას­შტა­ბებს, ასე­ვე იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბას, ვინც მის უკან დგა­ნან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის Milton group-ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, რო­მელ­მაც ეს სა­ხელ­წო­დე­ბა 2020 წელს გა­ა­უქ­მა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა 152 ბრენ­დი, მათ შო­რის Solo Capitals - ი, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თუ­რი ქსე­ლის ნა­წი­ლია. ინ­ვეს­ტო­რებს მან ათა­სო­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ასო­ბით ათა­სი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი წა­გ­ლი­ჯა.

თა­ვის დრო­ზე, Milton Group-ის ერთ-ერ­თმა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბრენდმა უმაღ­ლე­სი კლა­სის ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი და­ა­ფი­ნან­სა და ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­ზე­თებ­ში რეკ­ლა­მებს აქ­ვეყ­ნებ­და, რაც პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­ში მის სან­დო­ო­ბას ზრდი­და.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, BBC Eye მო­ნა­წი­ლე­ობ­და გერ­მა­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ი­დებ­ში.

კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნებ­ზე ნათ­ლად ჩან­და ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის რიგი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს­თან მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ახ­ლა­ხან ჩა­დეს ფული ამ­გვა­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შემ­დეგ. ერთ მა­გი­და­ზე ხე­ლით იყო ჩა­მო­წე­რი­ლი თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლთა სა­ხე­ლე­ბის სია და სა­სარ­გებ­ლო დე­ტა­ლე­ბი: "სახ­ლის პატ­რო­ნი, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, "და­ნა­ზო­გი 50 ათა­სი ", " ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნე­თი­დან “; "50 ათა­სი აქ­ცი­ე­ბი" და ა.შ.

მსხვერ­პლთა დიდი ნა­წი­ლი მას შემ­დეგ რე­გის­ტრირ­დე­ბა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რეკ­ლა­მას ხე­დავს. 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ურე­კა­ვენ ტე­ლე­ფონ­ზე და სთა­ვა­ზო­ბენ დღი­უ­რად 90%-იან მო­გე­ბას. ტე­ლე­ფო­ნის მე­ო­რე მხა­რეს, რო­გორც წესი, არის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქოლ-ცენ­ტრი­სა, რო­მელ­საც ერთი შე­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­ე­რი ბიზ­ნე­სის ბევ­რი ატ­რი­ბუ­ტი აქვს - თა­ნა­მედ­რო­ვე ოფი­სი, კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბით, ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ბო­ნუ­სე­ბით, მივ­ლი­ნე­ბის დღე­ე­ბი და კონ­კურ­სი, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა არის ელე­მენ­ტე­ბი, რა­საც კა­ნო­ნი­ერ ბიზ­ნეს­ში თქვენ ვერ იპო­ვით - წე­რი­ლო­ბი­თი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის სი­სუს­ტე­ე­ბი და სწო­რედ ამ სი­სუს­ტე­ე­ბით "ითა­მა­შოთ" მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­დან მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ რე­გუ­ლი­რე­ბად კომ­პა­ნი­ებ­თან ან ზოგ­ჯერ არა­რე­გუ­ლი­რე­ბულ, ოფ­შო­რულ სუ­ბი­ექ­ტებ­თან. მსხვერ­პლთა ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრირ­დე­ბა Milton-ის ჯგუფ­ში რე­გუ­ლი­რე­ბულ ბრენ­დებ­ზე, თა­ვი­სი ბრო­კე­რის­გან იღებს მი­თი­თე­ბას, გა­ა­ფორ­მოს იმგვა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც კლი­ენ­ტი კარ­გავს ფულს, რო­მელ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ბრო­კე­რი, - ეს პრაქ­ტი­კა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. ზო­გი­ერთ მსხვერ­პლს ევა­ლე­ბა ჩა­მოტვირ­თონ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად აკონ­ტრო­ლონ მისი კომ­პი­უ­ტე­რი, რაც კი­დევ ერთი უკა­ნო­ნო­ბაა. Milton Group-ის ბრენ­დე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად ვაჭ­რო­ბენ, მაგ­რამ ეს სი­მუ­ლა­ცი­აა...

იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ე­გოთ, თუ რო­გორ მუ­შა­ობს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, BBC -ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Milton ჯგუ­ფის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა Coinevo-ს თავი წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც სის­ტე­მა­ში ჩარ­თვის მსურ­ველ­მა. ის და­ა­კავ­ში­რეს კომ­პა­ნი­ის მრჩე­ველ, ვინ­მე პატ­რიკ­თან, რო­მელ­მაც მას უთხრა, რომ შე­ეძ­ლო ერთ დღე­ში 70%, 80% ან 90%-იანი მო­გე­ბის მი­ღე­ბა. ვაჭ­რო­ბის და­სა­წყე­ბად კი დე­პო­ზიტ­ზე 500 დო­ლა­რის ბიტ­კო­ი­ნის გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა.

BBC წერს, რომ პატ­რიკ­მა მო­ი­თხო­ვა ასე­ვე პას­პორ­ტის ასლი. ყალ­ბი ას­ლის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ, მათი ან­გა­რი­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და, ვიდ­რე Coinevo-მ აღ­მო­ა­ჩი­ნა თაღ­ლი­თო­ბა. იმ მო­მენ­ტში პატ­რიკ­მა კონ­ტაქ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­წყვი­ტა.

თუმ­ცა, BBC-ის დე­პო­ზი­ტუ­რი ფული უკვე სის­ტე­მა­ში იყო. მათ შე­ეძ­ლოთ მის­თვის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბა, და­დე­ბუ­ლი თან­ხა მცი­რე ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა და სხვა­დას­ხვა ბიტ­კო­ინ-სა­ფუ­ლე­ში გა­და­ნა­წილ­და, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი Milton-ის სის­ტე­მას­თან იყო კავ­შირ­ში.

იდე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნეთაღ­ლი­თე­ბი სა­კუ­თა­რი მსხვერ­პლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ მათ ფი­ნან­სურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ გარ­კვე­ულ ქო­ნე­ბას, უბიძ­გე­ბენ დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ. თაღ­ლი­თე­ბი მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებს უმე­გობ­რდე­ბი­ან და აი­ძუ­ლე­ბენ მათ, გა­დად­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი...

"მათ ნამ­დვი­ლად იცი­ან, რას აკე­თე­ბენ და რო­გორ მუ­შა­ობს ეს ბა­ზა­რი“, - აცხა­დებს ერთ-ერთი მსხვერ­პლი ჯე­ი­ნი.

"მე ნამ­დვი­ლად გა­მი­ტა­ცა ფიქ­რმა იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემი და­ნა­ზო­გი და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს მო­მი­ტან­და“. 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჯე­ი­ნი და­თან­ხმდა, რომ გა­ე­ღო 20 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი, რათა და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი თან­ხა დღი­თი­დღე იკ­ლებ­და, მას ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ დად­გე­ბო­და დრო, როცა მო­გე­ბას მი­ი­ღებ­და...

სა­ბო­ლო­ოდ, ჯე­ინ­მა თა­ვი­სი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გი სრუ­ლად და­კარ­გა.

სპე­ცი­ა­ლურ ფილმში BBC-ი ასა­ჯა­რო­ვებს იმ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას, ვინც თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათ შო­რის ერთ-ერთი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლია. (გააგრძელეთ კითხვა)