"მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან!" - მაია კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ებრძვის "უიმედობას, დეპრესიას, შიშებს" - კვირის პალიტრა

"მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან!" - მაია კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ებრძვის "უიმედობას, დეპრესიას, შიშებს"

მუ­სი­კო­სი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სამ­წლი­ა­ნი მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ რიტმს უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბა მა­ინც მო­უ­წევს. რო­გორც ირ­კვე­ვა, კომ­პო­ზი­ტო­რი ბოლო წლებ­ში შინ ჩა­ი­კე­ტა, უჭირ­და სი­ა­რუ­ლი, ჰქონ­და ში­შე­ბი და გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო. მისი თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია და­ეხ­მა­რა.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი:

"ეს სამი წელი მქონ­და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ში­შე­ბი ექი­მე­ბის (ფსი­ქი­ატ­რის გარ­და ყვე­ლა­სი). შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ შეძ­ლო ჩემი ექიმ­თან მიყ­ვა­ნა. ძალა სა­ერ­თოდ წა­მერ­თვა, ათ ნა­ბიჯ­საც ვე­ღარ ვად­გამ­დი სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლის გა­რე­შე, ენით აღუ­წე­რე­ლი უი­მე­დო­ბაა, დეპ­რე­სია, სა­ში­ნე­ლი ში­შე­ბიი!

სრუ­ლი იზო­ლი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან! და მოკ­ლედ აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ. ჰოდა, რა­ტომ არის ლელა წურ­წუ­მია მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი, იცით? იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ და­ვი­წყე კვლე­ვა და მი­ვი­ღე პა­სუ­ხე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­ფი­ტუ­ლი ვყო­ფილ­ვარ ყვე­ლაფ­რის­გან, რაც ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის უნარს აძ­ლევს!

შიში ძა­ლით გა­და­მა­ლა­ხი­ნა და და­ჟი­ნე­ბით გა­მო­მა­ძა­ხე­ბი­ნა ლა­ბო­რა­ტო­რია და დღეს დიდი იმე­დე­ბით და ღი­მი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე. კი, ძა­ლი­ან სამ­კურ­ნა­ლო ვარ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ წლამ­დე უნდა ვიმ­კურ­ნა­ლო, მაგ­რამ ის მა­ინც ვიცი, რომ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი არა­ფე­რი მჭირს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

მად­ლო­ბა, ლელა, რომ გა­მო­მიყ­ვა­ნე სამ­წლი­ა­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­დან! მიყ­ვარ­ხარ და მარ­თლა მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი ხარ, ღირ­სე­უ­ლი მერ­წყუ­ლი. იმედ­ზე კარ­გი გრძნო­ბა არ არ­სე­ბობს! ახლა ზუს­ტად გე­უბ­ნე­ბით, ცო­ტაც მა­ცა­დეთ და მარ­თლა გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერ ლა­მაზს თქვენ­თვის. მიყ­ვარ­ხართ..."