კელი დეგნანი კეზერაშვილის შესახებ დაწერილ BBC-ის სტატიას ეხმაურება - კვირის პალიტრა

კელი დეგნანი კეზერაშვილის შესახებ დაწერილ BBC-ის სტატიას ეხმაურება

ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. აღნიშნულით ის BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

ელჩის თქმთ, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.

“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ.

თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა მაგალითი და კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ხალხის უფლებების დაცვა”, - განაცხადა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"