"ჩემი ყვე­ლა ოც­ნე­ბა სრულ­დე­ბო­და... ძალი­ან მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი, უარი არ მი­ი­ღე­ბო­და" - ყოფილი "ვიცე მის საქართველოს" თავგადასავლებით სავსე ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ჩემი ყვე­ლა ოც­ნე­ბა სრულ­დე­ბო­და... ძალი­ან მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი, უარი არ მი­ი­ღე­ბო­და" - ყოფილი "ვიცე მის საქართველოს" თავგადასავლებით სავსე ცხოვრება

"მის სამ­ყა­რო­ზე" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ბოლო ლა­მა­ზი გა­მოს­ვლა სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ში, რად­გან დრო აღარ მრჩე­ბო­და იმის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და. თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე, დროს რომ არ ვუთ­მობ­დი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბას... ერთ-ერთ ცნო­ბილ, ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში ასე­თი სი­ტყვე­ბი ვთქვი: არ მინ­და ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლით მა­ფა­სებ­დნენ. მინ­და გა­მიც­ნონ, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, არა მხო­ლოდ რო­გორც მო­დე­ლი-მეთ­ქი და დღე­საც ამ აზ­რზე ვარ!" - ამ­ბობს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლარა იანი... იგი თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე ვრცლად გვე­სა­უბ­რა...

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა, პრინ­ცე­სუ­ლად იზ­რდე­ბო­დით?

- ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, რაც მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი ყვე­ლა ოც­ნე­ბა სრულ­დე­ბო­და, რის­თვი­საც მათი დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ! რო­გორც მახ­სოვს, ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი, უარი არ მი­ი­ღე­ბო­და. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას და სცე­ნას უკავ­შირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სახ­ლში, სტუმ­რად, ბაღ­ში, სკო­ლა­ში, ყველ­გან აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- სკო­ლა­ში სწავ­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­დით?

- სწავ­ლას არ­ცთუ ისე მიყ­ვარ­და. სკო­ლა რუ­სეთ­ში და­ვამ­თავ­რე. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა არ მიყ­ვარს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბავ­შვო­ბა­ში დიდი სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. სკო­ლის მო­წა­ფე­ებ­ზე რომ კო­მე­დი­უ­რი ფილ­მე­ბია, იქ აუ­ცი­ლებ­ლად არის ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი: ორი ნაწ­ნა­ვი, სათ­ვა­ლე, ჩა­კე­ტი­ლი, მე­გობ­რე­ბი რომ არ ჰყავს - აი, ეგე­თი პერ­სო­ნა­ჟი ვი­ყა­ვი.

- ქარ­თუ­ლის ასე სრულ­ყო­ფი­ლად ცოდ­ნა თქვე­ნი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- დიახ, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ოჯახ­ში მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. ერთი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დით. 23 წელი იქ ვი­ცხოვ­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხუ­ლო­ბით, ერთი ან ორი თვით ჩა­მოვ­დი­ო­დით... წლი­დან წლამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე დღე­ებს ვით­ვლი­დი. ვი­ცო­დი, აქ რო­გორ მე­ლო­დე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი... უზო­მოდ მე­ნატ­რე­ბო­და აქა­უ­რი ბუ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი, პური...

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ მან­ქა­ნით ვმოგ­ზა­უ­რობ­დით, ყო­ველ წელს 2500 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ო­დით და ეს უფრო ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. რაც უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს, მით უფრო იგ­რძნო­ბო­და სით­ბო, რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ასე­ვე კლი­მა­ტის... ძი­რი­თა­დად, კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ო­დით, რად­გან სო­ფე­ლი იქ მაქვს. თე­ლავ­შიც გვაქვს სახ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ თბი­ლისს არ ვიც­ნობ­დი და ამი­ტომ სურ­ვი­ლიც არ მქო­ნია, აქ და­მეს­ვე­ნა.

- თე­ლავ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან...

- თე­ლა­ვი 12 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და პა­ტა­რა, მაგ­რამ უზო­მოდ თბი­ლი და ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი. საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით და გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს... ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ 10-15 წლის წინ ცხოვ­რე­ბა უფრო ფე­რა­დი იყო. ბევ­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი: მე­გობ­რებ­თან ერ­თად თე­ატ­რში დავ­დი­ო­დი, ბევ­რი კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და, სა­ღა­მო­ო­ბით ნა­დიკ­ვარ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­დნენ... სუ­რა­თებს რომ ვი­ღებ­დით, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დით, ფო­ტო­ებ­ში რო­გორ გა­მო­ვე­დით, სა­ნამ არ წა­ვი­დო­დით ფი­რის გა­სამ­ჟღავ­ნებ­ლად.

- პრო­ფე­სია რო­დის აირ­ჩი­ეთ?

- პრო­ფე­სია ორი წლის ასაკ­ში შე­ვარ­ჩიე ან თვი­თონ პრო­ფე­სი­ამ შე­მარ­ჩია... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ჩა­მი­ბა­რე­ბია და ეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მინ­დო­და მუ­სი­კის­თვის და­მეთ­მო მთე­ლი ჩემი დრო. იხილეთ სრულად