პოლონეთში მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის "პრომეთეს" ჯილდო გადაეცა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის "პრომეთეს" ჯილდო გადასცა.
ჯილდო სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადასცეს.
ცერემონია ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
"ინტერპრესნიუსი"