"100-ჯერ 13 წელიც გავა, ნიკო "თავისუფალ თეატრში" მაინც ემახსოვრებათ და 13 აპრილს ყოველთვის ვიტყვით: "ნიკოს გაუმარჯოს!" - რას წერს ავთო ვარსიმაშვილი?
"დღეს, 13 აპრილს, ნიკო გომელაურის გარდაცვალების დღეა. ჩვენს თეატრში ამ დღეს არ ვეძახით ნიკოს მოგონების დღეს, ნიკო ყოველდღე გვახსოვს", - წერს თავისუფალი თეატრის ხელმძღვანელი - ავთო ვარსიმაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე:
"ის შემოგვყურებს კედლებიდან, შემოგვყურებს მისთვის სპეციალურად გაკეთებული კუთხიდან და ეს ასე იქნება მუდამ. გავა წლები, ჩვენს თეატრში ბევრი ახალი თაობა მოვა, 100-ჯერ 13 წელიც გავა, და ნიკო “თავისუფალ თეატრში” მაინც ემახსოვრებათ, ის სამარადისოდ დარჩა ჩვენი თეატრის ნომერ პირველ მსახიობად და 13 აპრილს ყოველთვის ვიტყვით: “ნიკოს გაუმარჯოს!”