როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი - კვირის პალიტრა

როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

"12 აპ­რილს და 13 აპ­რი­ლის დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა ელ­ჭე­ქით, მა­ღალმთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა. იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 2-3 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა", - იუ­წყე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. დღეს დი­ლი­დან თით­ქმის მთელ ქვე­ყა­ნა­ში წვი­მა, ელ­ჭე­ქი და ზო­გან სე­ტყვაა.

რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა აღ­დგო­მას და არის თუ არა უჩ­ვე­უ­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი და­ცე­მა წე­ლი­წა­დის ამ დროს, ამის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით...

- გა­ზა­ფხუ­ლია და ასე­თი ამინ­დე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ნამ­დვი­ლად არ არის... გა­ზა­ფხუ­ლის პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო თა­ვის ელ­ჭე­ქე­ბით და ასე შემ­დეგ... მარ­თა­ლია ჯერ ცოტა ად­რეა, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­ი­სი მო­დის და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ თვი­დან და­წყე­ბუ­ლი... ამ დროს ტემ­პე­რა­ტუ­რა უფრო და­ბა­ლიც ყო­ფი­ლა და ნა­ლე­ქი ხომ მი­თუ­მე­ტეს. ანო­მა­ლია ნამ­დვი­ლად არ არის...

- აღ­დგო­მას რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ხვალ, 14 აპ­რილს უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა...ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე წვი­მა აღი­ნიშ­ნოს. 15 აპ­რილ­საც იგი­ვე ამინ­დი იქ­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა 16 აპ­რილს (აღ­დგო­მა დღეს), და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 გრა­დუ­სი... აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, კა­ხეთ­ში, მთლი­ა­ნად ყველ­გან, გარ­და სამ­ხრე­თი რა­ი­ო­ნე­ბი­სა, ნა­ვა­რა­უ­დე­ვია და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა... დღი­სით წვი­მა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გო­რიც დღე­საა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოღ­რუბ­ლუ­ლი, ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი და წვი­მაც თბი­ლის­სა და კა­ხეთ­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 11-16 გრა­დუ­სი. ზუს­ტად იგი­ვეს ვე­ლით 17 აპ­რილ­საც. (გააგრძელეთ კითხვა)