ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დავა თანხის გამო დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თანხა გასესხებული ჰქონდა, რასაც ვერ უბრუნებდნენ. საქმის გარჩევას დაპირისპირება მოყვა, რის შედეგადაც მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.
დაკავებულია ერთი პირი.