"გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი, ძალიან შემეშინდა და დამეწყო კანკალი, ვიხრჩობოდი, ყელში ბურთი გამეჩხირა" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე
თიკო სადუნიშვილი ეკრანზე დაბრუნდა. ჟურნალისტი "მთავარ არხზე“ გადაცემა "თინას“ წაიყვანს. პირველ ეთერში სადუნიშვილმა ვრცლად ილაპარაკა, თუ როგორ იყო წლები დამოკიდებული ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე. როდის დადგა მის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ყველაფრისგან გათავისუფლება გადაწყვიტა და რამ ითამაშა ამაში ყველაზე გადამწყვეტი როლი. თიკო ამბობს, რომ წლების განმავლობაში მისი ურთიერთობები შეიცვალა მშობლებთან, შვილთან, ახლობლებთან, ნათესავებთან...
თიკო სადუნიშვილი:
"მოვიხმარდი მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს, სტიმულატორებს, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს. მარიხუანას და თამბაქოს, ამასაც დავასახელებ, რადგან ბოლო სამი თვეა ამ დამოკიდებულებისგანაც გავთავისუფლდი.
2 წლისა და 8 თვის წინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში. აპლიკაცია მაქვს, სადაც სუფთა დღეებს ვითვლი, თითქოს ახალ დაბადებას ჰგავს... მნიშვნელოვანია, რომ სულ მახსოვდეს და არ დავივიწყო. მახსოვდეს ისე, როგორც ადამიანებს თავისი დაბადების დღეები ახსოვთ. თვეში ერთხელ ან მძიმე მომენტებში, როცა სტრესული დღეები მაქვს, ჩავხედავ ხოლმე ამ აპლიკაციას და ვიხსენებ, არ მინდა დამავიწყდეს... იგივე ცხოვრებას არ უნდა დავუბრუნდე.
რამდენიმე მიზეზი აქვს იმას, რატომაც ცვლილებები დავიწყე. ერთი ის, რომ ნათლად დავინახე, რომ თითქოს ჩემი ცხოვრება ლუქში ყოფნას დაემსგავსა, ნათლად ვხედავდი, რომ ჩემი მომავალი ჩემი წარსული იყო - ერთფეროვნება და აუტანლობა. დამეწყო შფოთვითი აშლილობა, პანიკური შიშები.
თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ მოიხმარენ ადამიანები ნარკოტიკს და მეც რატომ მოვიხმარდი. ერთგვარი გამაყუჩებელია. სტერეოტიპებით და ტაბუებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემი ისტორია მხოლოდ ჩემზე არ არის, ამის მონაწილეები არიან: ოჯახის წევრები, ახლობლები, აქ მათზეც უნდა ვისაუბრო და ვღელავ, როგორ მიიღებენ.
მახსოვს ერთ დილას გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და სხეულს, რომელშიც გავიღვიძე. წამოვხტი, მივვარდი სარკესთან და ვერ ვიცანი საკუთარი თავი. გაუცხოება დამემართა, მეგონა, რომ მოვკვდი, ძალიან შემეშინდა. დამეწყო კანკალი, დაბუჟება, ვიხრჩობოდი, ყელში ბურთი გამეჩხირა. მაშინ მივხვდი, რომ იმ წუთას ვკვდებოდი, თუმცა ჯერ არ ვიყავი მკვდარი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო ლინკზე