"თითქოს, არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე, უცებ, მილიონერად რომ გავიდა პოლიტ-არენიდან" - რას წერს თინა ხიდაშელი
"ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე, თითქოს, არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე, უცებ, მილიონერად რომ გავიდა პოლიტ-არენიდან" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.
ინფორმაციისთვის, ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
გთავაზობთ თინა ხიდაშელის პოსტს უცვლელად:
"ორი დღე არ დაიტოვებით
ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან
მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ თავად ყვება ყველაფერს! სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ რომ გაიგოთ
აი აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ რომ BBC დაჭირდა იმას რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები როგორ ხდწბა ასეთი ამბები შესძლებელი" - წერს ხიდაშელი.
BBC-ის სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განცხადებაც გაავრცელა
როგორც კეზერაშვილი აცხადებს, არ აქვს და არც არასდროს ჰქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან.