ავარიას ემსხვერპლა წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი - კვირის პალიტრა

ავარიას ემსხვერპლა წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი

მეს­ტი­ი­სა და ზემო სვა­ნე­თის ეპარ­ქია სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გარ­და­იც­ვა­ლა წმ. ილა­რი­ონ ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წევ­რი, მორ­ჩი­ლი ნი­კო­ლოზ ავა­ლი­ა­ნი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მორ­ჩი­ლი ავა­რი­ას ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მორ­ჩი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხეს შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

"ღვთივ მი­ის­ვე­ნა მეს­ტი­ი­სა და ზემო სვა­ნე­თის ეპარ­ქი­ის, წმ. ილა­რი­ონ ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წევ­რმა მორ­ჩილ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ავა­ლი­ა­ნი).

მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ მორ­ჩი­ლი ნი­კო­ლო­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, თა­ნა­ვუგ­რძნობთ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და მთელს ეპარ­ქი­ას.

უფალ­მა აცხო­ნოს და სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს მისი სული. გთხოვთ მო­იხ­სე­ნი­ოთ ლოც­ვებ­ში ახ­ლად­შეს­ვე­ნე­ბუ­ლი, მორ­ჩი­ლი ნი­კო­ლო­ზი" - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.