მეფე ჩარლზის კორონაციას პრინცი ჰარი დაესწრება, მეგანი და ბავშვები კალიფორნიაში რჩებიან - სამეფო ოჯახში ახალი უთანხმოება მწიფდება
ხანგრძლივი სპეკულაციები დასრულდა და მეფე ჩარლზის კორონაციაზე პრინცი ჰარის და მეგან მარკლის დასწრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა:
"სასექსის ჰერცოგი 6 მაისს ვესტმინსტერის სააბატოში კორონაციის მსახურებას დაესწრება, სასექსის ჰერცოგინია კი კალიფორნიაში პრინც არჩისთან და პრინცესა ლილიბეთთან ერთად დარჩება", - წერია წყვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორონაციის ცერემონიაზე პრინცი და სამეფო ოჯახი პირველად შეხვდება ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ჰარის სკანდალური მემუარები გამოქვეყნდა. წიგნმა ნათელი მოჰფინა ჰარისა და მისი ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების სიმძაფრეს. მას შემდეგ პრინცს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებულად გრძნობდა თავს. მეგანის გადაწყვეტილებაც, არ დაესწროს მამამთილის კორონაციას, მათი მუდმივი და გადაუჭრელი ოჯახური უთანხმოების ნაწილია. გააგრძელეთ კითხვა