"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს

ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე BBC-ი ფილ­მს აქ­ვეყ­ნებს.

დო­კუ­მენ­ტურ ფილმში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე ბევ­რი ქოლ­ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნებ­ლად სა­ხელ­დე­ბა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ქოლ­ცენ­ტრე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობ­და და ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ფილმში მას “მის­ტერ ოფ­შო­რად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

BBC-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ერთ-ერთი ქოლ­ცენ­ტრის ოფის­ში ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­საც და­ეს­წრო, რო­მელ­საც ასე­ვე გერ­მა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კი­დევ 30 რე­ი­დი გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნახ­სე­ნებ სხვა პი­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებს ან მარ­თა­ვენ - და­ვით თო­დუა, მი­ხე­ილ ბე­ნი­მი­ნი, იო­სებ მგე­ლა­ძე, რატი ჭე­ლი­ძე და გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ახლა მათ შო­რის კავ­ში­რე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა ვერ იძებ­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყავს, მა­გა­ლი­თად პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი.

მა­ნამ­დე, BBC-მ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს".

სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა უპი­რა­ტე­სად სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთ მთა­ვარ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მათ და­ი­წყეს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი Milton group-ის კომ­პა­ნი­ებს შო­რის კავ­ში­რის და­სად­გე­ნად. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ პრო­ცეს­ში 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, ჯო­ზეფ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც მი­თი­თე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორ Milton-ის სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მის ან მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად. BBC -მ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ოთხს: ჭე­ლი­ძის, გო­გეშ­ვი­ლის, მგე­ლა­ძი­სა და ბე­ნი­მი­ნის გვა­რებს „პა­ნა­მა ფე­ი­ფე­რის“ დო­კუ­მენ­ტებ­შიც მი­აგ­ნო.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა დი­რექ­ტო­რე­ბად აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა. გააგრძელე კითხვა