"არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები?" - გერმანიის ელჩი - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები?" - გერმანიის ელჩი

არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა. ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს.

ელჩი „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" სურვილის თაობაზე ნარატივს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არა ომის ესკალაცია, არამედ მისი დასრულებაა.

„მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია.“ ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც „გლობალური ომის პარტიას“, „მეორე ფრონტს“ და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი ვის გულისხმობენ. არა მგონია, ეს იყოს დასავლეთი,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე