სოსო პავლიაშვილმა ომში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა - "შეასრულა ქართული ჰიტებიც..."
სოსო პავლიაშვილმა ომში დაჭრილ რუს სამხედროებს უმღერა. მომღერალმა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გამართა.
"კონცერტის ფარგლებში მომღერალი და კომპოზიტორი სოსო პავლიაშვილი პაციენტების წინაშე წარსდგა და სამხედრო-პატრიოტულ თემაზე სიმღერები შეასრულა, მათ შორის რამდენიმე ქართული ჰიტიც. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, სამხედროებს კეთილი სურვილები გადასცეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს" - წერს ადგილობრივი მედია.
ნიუსში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ მღერის პავლიაშვილი რუსი სამხედროების წინაშე და კონცერტის დასასრულს მათთან სამახსოვრო ფოტოებსაც იღებს. ჯარისკაცებმა მისი საუბარი და სიმღერები ტელეფონებით გადაიღეს და ფრონტის ხაზზე მყოფ კოლეგებს გაუგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოსო პავლიაშვილმა რუს სამხედროებს უმღერა. რამდენიმე თვის წინ, შვილთან ერთად, კურსკის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, დონბასისა და უკრაინის ქალაქებიდან ლტოლვილი, უმეტეს შემთხვევაში რუსეთის მხარეს ძალით გადაყვანილი ადამიანებისთვის და რუსი სამხედროებისთვის კონცერტი გამართა. ნახეთ ფოტო