"ლიზა მეხმარება გავუმკლავდე ჩემს გიჟურ სამყაროს" - 40 წლით უმცროსი შეყვარებული და წარმატებული კარიერა: როგორია ლაიონელ რიჩის ცხოვრება?
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ლაიონელ რიჩი საზოგადოებაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ქართველმა მსმენელმა ის კიდევ ერთხელ მეგა-შოუ „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წევრად მაშინ იხილა, როცა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ კონკურსზე რამდენიმე სიმღერა შეუდარებლად შეასრულა. ბუზალაძემ დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის წევრებში, ლაიონელ რიჩიმ კი ნუცას ნამღერი ფეისბუქის პირად გვერდზეც გააზიარა.
ოსკაროსანი მომღერალი 1949 წლის 20 ივნისს ალაბამას შტატში დაიბადა. მომავალი ვარსკვლავის აფროამერიკელი მშობლები საუნივერსიტეტო დასახლებაში ცხოვრობდნენ, რომელიც სპეციალურად ფერადკანიანი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ლაიონელი მშვიდ გარემოში იზრდებოდა.
მოგვიანებით, მომავალმა ხელოვანმა Joliet Township High School-ში ჩააბარა, სადაც სხვადასხვა სპორტული სახეობა ისწავლებოდა. მას ჩოგბურთის ნიჭი აღმოჩნდა და შეძლო, უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება მოეპოვებია. უნივერსიტეტში ჩაბარებისას, მას მღვდლობა სურდა და ღვთისმსახურების ფაკულტეტი აირჩა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი საქმე.
1960-იან წლებში მომავალი ვარსკვლავი მუსიკით დაინტერესდა და საქსაფონზე დაკვრა ისწავლა. შემდეგ სტუდენტთა ჯგუფ The Commodores-ს შეუერთდა და ჯგუფის ვოკალისტი გახდა.
1970-იანი წლების ბოლოს, ლაიონელ რიჩი უკვე თავად ქმნიდა კომპოზიციებს და მუსიკას ქმნიდა ისეთი ცნობილი შემსრულებლისთვის, როგორიც კენი როჯერსი გახლდათ.
1981 წელს ლაიონელ რიჩისა და დაიანა როსის დუეტმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. კომპოზიცია Endless Love დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერამ ლაიონერ რიჩის დიდი წარმატება მოუტანა და მან კარიერის დამოუკიდებლად შექმნა გადაწყვიტა.
ჯგუფ The Commodores-ის დატოვების შემდეგ, მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Lionel Richie შექმნა, რომელის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს შექმნილმა პირველმა ალბომმა მუსიკალურ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა და 4 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. თუ ჯგუფთან ერთად ის საცეკვაო, რიტმულ სიმღერებს ასრულებდა, სოლო კარიერის დასაწყისში ლირიკული მუსიკა არჩია და პოპულარობით მსოფლიო პოპ-ვარსკვლავებს: "პრინცსა" და მაიკლ ჯეკსონს გაუთანაბრდა. მუსიკოსის მეორე ალბომმა Can't Slow Down „გრემი“ ორჯერ მიიღო.
ამის შემდეგ მუსიკოსმა კიდევ რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია შექმნა, რომელებიც მსოფლიო ჰიტად იქცა, ესენია: „Hello“, "Stuck on You", "Running with the Night", "Penny Lover", და ასევე „Say You, Say Me“.
1986 წელს მუსიკოსმა კიდევ ერთი ფირფიტა გამოუჩვა, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში რიჩი უკვე შექმნილ კომპოზიციებზე მუშაობდა.
2000-იან წლებში, მუსიკოსმა, რომელსაც სტუდიაში მუშაობა ერჩია, მასშტაბური კონცერტები დაგეგმა. 2003 წელს გამოქვეყნდა რეჟისორ საიმონ ბრენდის კლიპი То Love a Woman, სადაც ლაიონერ რიჩის პარტნიორობას ცნობილი ესპანელი მომღერალი ენრიგე ეგლესიასი უწევდა.
ამავე წელს ლაიონელმა კონცერტებისგან შეისვენა და საზოგადოებას კიდევ ერთი ალბომი „Coming Home“ წარუდგინა. კომპოზიცია I Call It Love კი მუსიკოსის კარიერაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
მოგვიანებით ის გრემის 49-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიწვიეს, რათა „Hello“ შეესრულებია.
2000-იან წლებში მუსიკოსმა კიდევ ერთი ალბომი Just Go გამოუშვა და უამრავ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. მაიკლ ჯექსონის გამოსამშვიდობებელ საღამოზე კი მუსიკოსმა Jesus is Love შეასრულა.
მეათე ფირფიტის Tuskegee-ს გამოშვების შემდეგ მუსიკოსმა ამერიკის მასშტაბით დიდი ტურნე დაგეგმა. 2015 წელს კი ბრიტანული ფესტივალის Glastonbury-ს სცენაზე 120 ათასი მსმენელის წინაშე წარსდგა და შესანიშნავი კომპოზიციები შეასრულა.
პირადი ცხოვრება
წარმატებული მუსიკოსი 1975 წელს ბრენდა ჰარვიზე დაქორწინდა, რომელიც კოლეჯის მეგობარი იყო. შეუღლებიდან 8 წლის შემდეგ ისინი არასრულწლოვანი გოგონას მეურვეები გახდნენ, საბოლოოდ კი გოგონა - ნიკოლ კამილა ესკოვედო მუსიკოსმა და ბრენდამ ოფიციალურად იშვილეს.
“ნიკოლი სინამდვილში ღვთის საჩუქარია. ის შეჩვეული იყო, რომ მის ცხოვრებაში ადამიანები მიოდნენ და მოდიოდნენ. მან მე შემომხედა ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი“, - იხსნებეს PEOPLE-სთან ინტერვიუში მუსიკოსი.
ლაიონელ რიჩიმ უფროს გოგონას მიუძღვნა სიმღერა Ballerina Girl, რითაც შვილს უთხრა, რომ არასოდეს ატკენდა გულს და მუდამ მის გვერდით იქნებოდა.
როგორც ცნობილია, რიჩისა და ბრენდას საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, შორიდან მათი ოჯახი ძალიან ბედნიერი ჩანდა, თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუსიკოსს სასიყვარულო ურთიერთობა დიზაინერ დიანა ალექსანდერთან ჰქონდა. ეს ბრენდამაც გაიგო, მეუღლის ღალატი ძალიან განიცადა, „ბევერლი ჰილსის“ სასტუმროში მათ ოთახში შეიჭრა და დიდი სკანდალიც მოაწყო. ბრენდა სამართალდამცავებმა მეუღლისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის და უკანონო შეჭრისთვის დააკავეს. საბოლოოდ, 1993 წელს ისინი განქორწინდნენ. რიჩი ცდილობდა საზოგადოების წინაშე დიანასთან ერთად არ გამოჩენილიყო, თუმცა ისინი ისევ ხვდებოდნენ, ხოლო 1995 წელს იქორწინეს კიდეც.
მუსიკოსი მეორე მეუღლესთან ერთად 8 წელი ცხოვრობდა, მათ ვაჟი - მაილს რიჩი და გოგონა - სოფია შეეძინათ. როგორც ცნობილია, ის ძალიან ყურადღებიანი მამა და მეუღლე იყო, თუმცა 2000-იან წლებში, როცა კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო, მუსიკოსი დიდ დროს ვეღარ უთმობდა მეუღლეს, უთანხმოება კი ბოლოს განქორწინებით დასრულდა.
მაილსი და სოფია დიდ დროს დედასთან ატარებდნენ, ამიტომ უკვე წარმატებულმა მოდელმა, მაილსმა ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა:
„მე დედას ბიჭი ვარ, დედამ გამზარდა“ - აღნიშნა მაილსმა.
როგორც უმცროსი გოგონა სოფია იხსენებს, მუსიკა მამამ შეაყვარა:
„მამა მუსიკის გაკვეთილებზე პატარა ასაკიდანვე მატარებდა. როცა გავიზარდე, ფორტეპიანოზე მამასთან ერთად ვუკრავდი, მამაჩემი ძალიან პატივსაცემი სოულის მომღერალია და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გოგონამ ავსტრალიურ გამოცემასთან.
როგორც ცნობილია, გოგონა მუსიკითაა დაინტერესებული და სიმღერების შექმნაში აქტიურადაა ჩართული.
„ვერასოდეს გავექცევი იმ ფაქტს, რომ მამაჩემი ლაიონელ რიჩია, თუმცა ეს მაძლევს ძალას ვიმუშაო საკუთარ თავთან და ჩემი კვალი დავტოვო“ - აღნიშნა სოფიამ.
მუსიკოსს მესამე ოჯახი ოფიციალურად არ შეუქმნია, თუმცა მედიის ცნობით მას ურთიერთობა აქვს 40 წლით უმცროს ლიზა პარიჯისთან. მათ ერთმანეთი მეგობრის წვეულებაზე გაიცნეს და დღემდე ერთად არიან.
“ის საოცრად ლამაზი და ძალიან ჭკვიანია. ლიზა მეხმარება გავუმკლავდე ჩემს გიჟურ სამყაროს“, - აღნიშნა მუსიკოსმა გამოცემა PEOPLE-სთან ინტერვიუში.
2018 წელს მუსიკოსმა ჰავაიზე კონცერტები გამართა, მოგვიანებით კი ამერიკის მეგა-შოუ American Idol-ის ჟიურის წევრად მიიწვიეს და დღესაც შოუს ჟიურის წევრია.