"რიკოთზე საავტომობილო ნაკადები მომატებულია - დაწესებული შეზღუდვები" - კვირის პალიტრა

"რიკოთზე საავტომობილო ნაკადები მომატებულია - დაწესებული შეზღუდვები"

კვლავ მოქმედებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა.

მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ.

როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია.

„დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აღდგა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.