მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა - კვირის პალიტრა

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ძმები აღმოჩდნენ - გაირკვა, რომ მეთიუს დედას ჰარელსონის მამასთან ჰქონდა ურთიერთობა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი და ვუდი ჰა­რელ­სო­ნი, შე­საძ­ლოა, ღვიძ­ლი ძმე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ამის შე­სა­ხებ მე­თი­უმ პოდ­კას­ტში, Let's Talk Off Camera ისა­უბ­რა.

მა­კკო­ნა­ჰის თქმით, ორი­ვე მსა­ხი­ობ­მა იცის, რომ მე­თი­უს დედა ჰა­რელ­სო­ნის მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო. მსა­ხი­ო­ბე­ბის ეჭვს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მსგავ­სე­ბაც ამ­ყა­რებს და სწო­რედ ამი­ტომ, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­მა შე­საძ­ლოა, დნმ-ის ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

"ჩემი შვი­ლე­ბი მას ბი­ძია ვუ­დის ეძა­ხი­ან, მისი შვი­ლე­ბი კი ბი­ძია მე­თი­უს მე­ძა­ხი­ან. ჩვენს ოჯა­ხებს ჩემი და ვუ­დის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვი­სას, ხში­რად ვეშ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთ­ში,"- ამ­ბობს მე­თიუ.

მე­თიუ და ვუდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ True Detective-ში ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ

მე­თი­უმ პოდ­კას­ტში ის­ტო­რი­აც მოყ­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­ი­ტყვეს, რომ დე­და­მისს ჰა­რელ­სო­ნის მა­მას­თან კავ­ში­რი ჰქონ­და.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე და ვუდი სა­ბერ­ძნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით და იმა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორ ახ­ლოს იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი. დე­და­ჩემ­მა კი უცებ თქვა: "ვუდი, მე მა­მა­შენს ვიც­ნობ­დი". ყვე­ლა მიხ­ვდა რას ნიშ­ნავ­და "ცნო­ბა", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი. (გააგრძელეთ კითხვა)