"რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს აძლიერებს"
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს აძლიერებს.
რუსული მედიის ინფორმაციითთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ლი შანფუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სფეროში მოსკოვისა და პეკინის „წარმატებულ და მრავალფეროვან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების ექსკლუზიურად სანდო, სტრატეგიულ ხასიათს, ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლში გამართულ შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც დაესწრო.
IPN