"იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ მალე ყველაფერი წყლის ქვეშ მოექცეოდა" - ჩაძირული ქალაქი და ქართველი ხელოვანი, რომელმაც იუსუფელის "ბოლო ამოსუნთქვა" ნახა - კვირის პალიტრა

"იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ მალე ყველაფერი წყლის ქვეშ მოექცეოდა" - ჩაძირული ქალაქი და ქართველი ხელოვანი, რომელმაც იუსუფელის "ბოლო ამოსუნთქვა" ნახა

ის­ტო­რი­ულ ტა­ო­ში, არ­თვი­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქარ­თველ­თა შთა­მო­მავ­ლო­ბის ქა­ლა­ქი იუ­სუ­ფე­ლი წყლით და­იტ­ბო­რა... გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იქ დიდი კაშ­ხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, წლე­ბის წინ მი­ი­ღეს და ეს თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე დიდი ჰესი იქ­ნე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2023 წელს უნდა გა­იხ­სნას... მდი­ნა­რე ჭო­რო­ხი აქ და­ახ­ლო­ე­ბით 270 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე და­გუბ­და, რომ­ლის თავ­ზე ხიდ­მა გა­და­ი­ა­რა... ტა­ო­ელ ქარ­თველ­თა შთა­მო­მავ­ლო­ბა კე­რას და­ემ­შვი­დო­ბა და ახალ იუ­სუ­ფელ­ში გა­და­ვი­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი, პო­ე­ტი, ხე­ლო­ვა­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "უქი­მე­რი­ო­ნის" დი­რექ­ტო­რი და ხე­ლო­ვან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მზის თე­ატ­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი - ნა­თია ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი ათე­უ­ლი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის ქარ­თვე­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბას ახერ­ხებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მან მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

ნა­თია ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი ჩა­ძი­რულ მხა­რე­ზე გვე­სა­უბ­რა:

- ტაო-კლარ­ჯე­თი ჩემ­თვის და ალ­ბათ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლია... ტა­ო­ში, კერ­ძოდ, არ­თვინ­ში ქა­ლა­ქი იუ­სუ­ფე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი იყო. მე სულ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, პირ­ვე­ლად ოთხი წლის წინ, მე­ო­რედ კი მა­შინ, როცა უკვე გა­ვი­გე, ბოლო დღე­ებს ით­ვლი­და მისი არ­სე­ბო­ბა. ჭი­რუ­სუ­ფა­ლი­ვით გან­ვი­ცა­დე, ვტი­რო­დი კი­დეც და დღემ­დე ვტი­რი, რაღა და­გი­მა­ლოთ.

340171641-742913047319949-7774888115604982701-n-53607-1681708547.jpg

როცა გა­ვი­გე, რომ მალე წყლით და­იტ­ბო­რე­ბო­და, მოვ­ძებ­ნე ყვე­ლა უკა­ნას­კნე­ლი სახ­სა­რი, და­ვუ­კავ­შირ­დი იქ მცხოვ­რებ ჩემს მე­გო­ბარს და "გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად" წა­ვე­დი. ჩას­ვლი­დან პირ­ვე­ლი ღამე სას­ტუმ­რო­ში გა­ვა­თიე, გა­ვა­თიე არა, უფრო სწო­რად, გა­ვა­თე­ნე, რად­გან თვა­ლი არც კი მო­მი­ხუ­ჭავს.. შუქი ავან­თე და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი კედ­ლებს, ია­ტაკს და თით­ქმის ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო წერ­ტი­ლი და­ვი­მახ­სოვ­რე, თვალ­ში და გულ­ში ჩა­ვი­ტო­ვე, რად­გან იმა­ზე ფიქ­რი არ მას­ვე­ნებ­და, რომ მალე ეს ყვე­ლა­ფე­რი წყლის ქვეშ მო­ექ­ცე­ო­და. რომ არა ეს სევ­და, ალ­ბათ მა­ნამ­დე ვერც კი შევ­ნიშ­ნავ­დი, რომ ოთა­ხის კუ­თხე­ში, ია­ტაკ­ზე დამ­წვრო­ბის მცი­რე კვა­ლი შე­მორ­ჩე­ნო­და, რად­გან ის სას­ტუმ­რო დაწ­ვას გა­და­ურ­ჩა ცოტა ხნის წინ.

მოკ­ლედ, დავ­დი­ო­დი მე­გო­ბარ­თან ერ­თად და ქუ­ჩებს ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, საფ­ლა­ვე­ბის სევ­და მამ­ძი­მებ­და, იმ ხე­ე­ბის სი­ცო­ცხლე და მსხმო­ი­ა­რე­ო­ბა მე­ნა­ნე­ბო­და, რო­მელ­საც მზე­რას ვა­ტო­ვებ­დი, ნატ­ვრის ხეზე შებ­მუ­ლი ფე­რა­დი ლენ­ტი­ვით.

რაც შე­ე­ხე­ბათ იქ მცხოვ­რებთ, უკვე შეჰ­გუ­ე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სი­ნა­ნუ­ლი იპყრობ­დათ. შეჰ­გუ­ე­ბოდ­ნენ, რად­გან იუ­სუ­ფე­ლის ის­ტო­რი­ა­ში ის სწო­რედ მე­ხუ­თე ად­გი­ლი იყო, სა­დაც სი­ცო­ცხლეს კვლავ ემ­შვი­დო­ბე­ბო­და გან­წი­რუ­ლი ქა­ლა­ქი.

- თუ ეწ­ვი­ეთ ქარ­თულ ტაძ­რებს, ცი­ხეს?

- იმ დროს მხო­ლოდ ქა­ლა­ქი იუ­სუ­ფე­ლი იყო გა­სა­ჭირ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დი, მხო­ლოდ გულს ვი­ო­ხებ­დი, რომ გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის გა­რე­შე არ დამ­რჩე­ნო­და... ამი­ტომ ტაძ­რებს არ ვეს­ტუმ­რე, მაგ­რამ ვეს­ტუმ­რე ქარ­თულ სო­ფელ ხე­ვა­ის.

იუ­სუ­ფე­ლის რა­ი­ონ­ში 60 სო­ფე­ლია, აქე­დან მხო­ლოდ სა­მია ქარ­თუ­ლი, ერთ-ერთი მათ­გა­ნია სო­ფე­ლი ხე­ვაი. მჭედ­ლი­ანთ უბანს ვსტუმ­რობ­დი, ჩემი ძვირ­ფა­სი მას­პინ­ძლე­ბი იყ­ვნენ ალი ოს­ნან კი­ბარ (მჭედ­ლი­ძე ) და ია­შარ გი­უ­ლერ (მჭედ­ლი­ძე)... ურ­თი­ერ­თო­ბამ გა­მა­ო­ცა სწო­რედ, რად­გან ეპო­ქა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თუ­ლია მათი ბევ­რი რამ. არც კი მიგ­რძვნია, რომ მათ­თან პირ­ვე­ლად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ჩემი ბავ­შვო­ბის და­ნარ­ჩენ სოფ­ლის მთა-გო­რებს მი­ვამ­სგავ­სე.

სო­ფე­ლი ხე­ვაი ზღვის დო­ნი­დან 2500 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, იქ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი, ტაოს დი­ა­ლექ­ტი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სწო­რედ იმ მი­უ­ვა­ლი გზე­ბი­სა და რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­სა, რო­მე­ლიც ოს­მა­ლე­თის დროს არ­სე­ბობ­და. მათი კულ­ტუ­რა არ­სად არ მე­ორ­დე­ბა მთელს თურ­ქეთ­ში, რად­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ცენ­ტრა­ლუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კერ­ძე­ბიც კი მათი "იზო­ლა­ცი­ის კულ­ტუ­რის" მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. გააგრძელე კითხვა